4.16.9 Верность, преданность

4.16.9 ერთგულება, თავდადება

გამოვლენილი ... მიმართებაში:

- მეფესთან 1მფ.24,6-10

- საქმესთან 2მფ.11,9-11

- ფიცთან 2მფ.21,7

- ნათესავთან ესთ.4,13-17

- ხალხთან საქ.26,9-19

.

ნიშნები:

- საერთო მორჩილება რომ.13,1.2

- სიძულვილი არაერთგულების მიმართ იესნ.22,16-22

- სასჯელი არაერთგულებისთვის ეზრ.6,11

.

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 22

16. "ასე ამბობს უფლის მთელი თემი: რატომ უღალატეთ ისრაელის ღმერთს, რატომ აქციეთ ზურგი, რატომ აიშენეთ სამსხვერპლო და აუმხედრდით ამ დღეს უფალს?

17. ნუთუ საკმარისი არ იყო ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ და რის გამოც მოსრა უფლის თემი სენმა?

18. ზურგი აქციეთ დღეს უფალს და აღარ მიჰყვებით. დღეს უფალს აუმხედრდით, ხვალ კი ისრაელის მთელ თემს დაატყდება რისხვა!

19. თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.

20. განა ისრაელის მთელს თემს არ დაატეხა რისხვა ყაქან ზერახის ძემ, დარისხებულის დანაშაულის გამო?! და მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულისთვის”.

1მეფეთა 24

6. უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.

7. ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.

8. ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.

9. უთხრა დავითმა საულს: "რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?

10. აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!

2მეფეთა 11

9. მაგრამ ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია, თავისი ბატონის მსახურებთან ერთად, სახლში არ წასულა ურია.

10. უთხრეს დავითს, "სახლში არ წავიდა ურია”. ჰკითხა დავითმა: "ხომ ნამგზავრი იყავი? სახლში რატომ არ წახვედი?”

11. უთხრა ურიამ დავითს: "როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურნი ველზე ბანაკობენ, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ მოვიქცევი ასე!”

2მეფეთა 21

7. დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, უფლისადმი ფიცის გამო, რომელიც დავითსა და იონათან საულის ძეს შორის იყო დადებული.

ეზრა 6

11. ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას - გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.

ესთერი 4

13. შეუთვალა მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ: "ნუ იფიქრებ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები ებრაელთაგან მეფის სახლში.

14. რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”

15. და მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:

16. "წადი და შეკრიბე შუშანის მთელი ებრაელობა, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად და ისე მივალ მეფესთან, თუმცა ამით წესს დავარღვევ; თუ დავიღუპები, დავიღუპო!”

17. წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ესთერმა.

საქმეები 26

9. მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,

10. ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი.

11. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.

12. სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით.

13. შუადღისას, მეფევ, გზაზე ციდან გადმოსული, მზეზე ბრწყინვალე სინათლე ვიხილე, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა.

14. ყველანი მიწაზე დავემხეთ. ხმა მომესმა, რომელმაც ებრაულ ენაზე მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა.

15. მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.

16. წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ,

17. რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი

18. მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.

19. ამიტომ, არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, მეფე აგრიპავ.

რომაელთა 13

1. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

2. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.