1.1.71 Близнецы в Библии

Быт.25,24-28; 38,27-30 Пес.4,2.5; 6,6; 7,4 Ин.11,16; 20,24; 21,2

1.1.71 ტყუპები ბიბლიაში

ტყუპები იყვნენ:

- ესავი და იაკობი დაბ.25,24-28

- ფერეცი და ზერახი დაბ.38,27-30

- მოციქული თომა იწოდება ტყუპისცალად იოან.11,16; 20,24; 21,2

-

შედარება ქებ.4,2.5; 6,6; 7,4

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25

24. მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.

25. გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს.

26. მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.

27. გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.

28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.

დაბადება 38

27. მშობიარობის ჟამმა რომ მოაწია, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.

28. და შობისას გამოყო ერთმა ხელი და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა; თქვა: "ეს გამოვიდა პირველად”.

29. როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, გამოვიდა მისი ძმა. თქვა ბებიაქალმა: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?” და ეწოდა სახელად ფერეცი.

30. შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მეწამული ძაფი ება ხელზე; და ეწოდა სახელად ზერახი.

ქებათა ქება 4

2. შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ- ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.

5. შენი მკერდი შვლის ორი ნუკრია, ქურციკის ტყუპები, შროშანთა შორის რომ ბალახობენ.

ქებათა ქება 6

6. შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.

ქებათა ქება 7

4. შენი მკერდი - ორი ნუკრი, ტყუპი ქურციკი.

იოანე 11

16. მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა დანარჩენ მოწაფეებს: "ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ”.

იოანე 20

24. თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.

იოანე 21

2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა, მის მოწაფეთაგან.