1.9.53 Елам, эламиты

1.9.53 ელამი (ყელამი), ელამიტები

სემის ძე დაბ.10,22; 1ნეშ.1,17

.

ელამის ქვეყანა (სემის ძის შთამომავლები):

- დაამარცხა ქედორლაღომერმა სხვა ხალხებთან ერთად დაბ.14,9

- ისრაელიანები იყვნენ განთესილები იქაც ეს.11,11

- დაკავშირებული იყო მიდიასთან ეს.21,2

- ღვთის რისხვის თასი მასზე იერ.25,25

- წინასწარმეტყველება მის განადგურებაზე იერ.49,34-39

- (ბაბილონის ოლქი) ქალაქი შუშანი დანიელის ხილვაში დან.8,2

.

ელამელები (ელამიტები):

- ცხოვრობდნენ სპარსეთის იმპერიაში ეზრ.4,9

- განთქმული მოისარნი ეს.22,6

- დახოცილები ეზეკ.32,24

- იერუსალიმში იყვნენ ორმოცდაათობის დღეს საქ.2,9

.

ამ სახელით ცნობილი ისრაელიანები და მათი შთამომავლები:

- ერთი ყელამი იყო ბენიამინელი 1ნეშ.8,24

- მეორე ყელამი იყო კარიბჭის მცველი 1ნეშ.26,3

- მესამე ყელამი იყო ხალხის თავკაცი ნეემ.10,14

- მეოთხე ყელამი იყო ღვთისმსახური ნეემ.12,42

- ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ერთი ყელამის ძენი ეზრ.2,7 ნეემ.7,12

- სხვა ყელამის ძენი ეზრ.2,31 ნეემ.7,34

- ბაბილონიდან ამოსული ყელამიანები ეზრ.8,7

- ყელამიანები, რომელთაც უცხოელი ცოლები გაუშვეს ეზრ.10,2.26

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.

დაბადება 14

9 . ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.

1ნეშტთა 1

17. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.

1ნეშტთა 8

24. ხანანია, ყელამი, ყანთოთია,

1ნეშტთა 26

3. ყელამი - მეხუთე, იეჰოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე.

ეზრა 2

7. ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,

ეზრა 4

9. რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,

ეზრა 8

7. ყელამიანთაგან ესაია, ყათალიას ძე, და სამოცდაათი მამროვანი მასთან ერთად.

ეზრა 10

2. მიუგო ბექანია იეხიელის ძემ, ყელამიანთაგან, და უთხრა ეზრას: დამნშავენი ვართ ჩვენი ღმერთის წინაშე, უცხოელი ქალები რომ დავისვით ცოლად, ამ ქვეყნის ხალხთა ასულები. ახლა ერთი იმედიღა დარჩენია ისრაელს:

ნეემია 7

12. ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;

34. ყელამ-ახერის მკვიდრნი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;

ნეემია 10

14. ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათი, მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,

ნეემია 12

42. აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.

ესაია 11

11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.

ესაია 21

2. სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას.

ესაია 22

6. ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და კიროსმა ფარი გააშიშვლა.

იერემია 25

25. ზიმრის ყველა მეფეს, ელამის ყველა მეფეს და მიდიელთა ყველა მეფეს,

იერემია 49

34. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ელამზე იუდას მეფის, ციდკიას მეფობის დასაწყისში.

ეზეკიელი 32

24. იქვეა ყელამი, მთელი თავისი ხალხით, მისი საფლავის ირგვლივ. ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული, წინადაუცვეთელები ჩავიდნენ ქვესკნელში, შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.

დანიელი 8

2. ვხედავდი ხილვაში, რომ დედაქალაქ შუშანში ვიყავი, რომელიც ყელამის ოლქშია; ვხედავდი ხილვაში, რომ მდინარე ყულაის ნაპირზე ვიდექი.

საქმეები 2

9. პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,