3.47.23 Мы, христиане в жизни странники и пришельцы

Фараон сказал Иакову: сколько лет жизни твоей?

Иаков сказал фараону: дней странствования моего сто тридцать лет; малы и несчастны дни жизни моей, и не достигли до лет жизни отцов моих во днях странствования их. (Быт.47,8.9)

3.47.23 მწირნი, მსხემნი, ხიზანნი და მდგმურნი ვართ ქრისტიანები წუთისოფლად

მწირი - უცნობივით. უცხო ვინმე უცხოთა ადგილთა იყოფოდეს თუ გამოიზრდებოდეს, გინა ვიდოდეს, რათა სულსა ზრდიდეს.

სულხან-საბა

მსხემი - მდგმურივით, ადრე წარმავალი; აგრეთვე უცხო, ეული. ("უმკვიდრო ადგილზე გამოზრდილი" სულხან-საბა)

ხიზანი — მიწის არმქონე გლეხი, რომელიც სარჩო-საბადებელს იჯარით აღებული მიწის დამუშავებით იღებდა.

მდგმური - ებრაული სიტყვა გერ, რომელიც ხიზნადაც ითარგმნება

მორწმუნესთან მიმართებაში ეს არის:

- დროებით საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა დაბ.47,8.9 ლევ.25,23 ფს.104,12 საქ.7,6

- ყოველივეს უარყოფა ქრისტეს გულისთვის ფს.38,12 ლუკ.14,33

- რჩეულობა 1პეტ.1,1

- ყოფნა წარმართთა შორის დაბ.23,4; 1პეტ.2,11.12

- სიარული რწმენით ებრ.11,9

- დარწმუნებულობა ღვთის აღთქმებში ებრ.11,13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 23

4 . "მწირი და ხიზანი ვარ თქვენთან; გთხოვთ, მომცეთ სამარხი ადგილი, რომ ჩემი მიცვალებულის დაკრძალვა შევძლო”.

დაბადება 47

8. ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”

9. უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.

ლევიანნი 25

23. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.

ფსალმუნი 38

12. ისმინე ჩემი ლოცვა უფალო და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ნუ დადუმდები ჩემი ცრემლების მიმართ, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, როგორც ჩემი მამა-პაპა.

ფსალმუნი 104

12. როცა თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, ცოტანი იყვნენ და ხიზნობდნენ იქ,

ლუკა 14

33. ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.

საქმეები 7

6. ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.

1პეტრე 1

1. პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.

1პეტრე 2

11. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.

12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

ებრაელთა 11

9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;

13. რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.

--------------------

სურათზე

იაკობი ფარაონის წინაშე