2.11.37 Послушному Бог дает знать о конце мира

***

6:13 конец всякой плоти пришел. Эти слова объединяют человека с животными общим понятием "плоть". Если Адам осознавал свою несхожесть с животными (см. ком. к 2,7; 2,20), то данный стих подчеркивает, что произошло уподобление человека иным тварям (см. ст. 7). Человек стал Homo sapiens и полностью перестал быть Homo spiritus (см. ст. 3).

– Женевская Библия__

 

***

Стихи 13-21. Эти стихи подтверждают, что Ной, безусловно, обрел благодать пред очами Господа. Благоволение Бога к нему четко подразумевалось в словах Господа, обращенных к нему (ст. 8-10), где его имя упоминается пять раз в пяти строках, хотя и одного раза хватило бы, чтобы сделать суть ясной, но Духу Святому, похоже, хотелось увековечить его имя. В том, что Бог сказал ему в этих стихах, звучит информация и наставления, данные ему.

Бог делает Ноя человеком Своего совета, рассказывая ему о Cвоей цели погубить этот нечестивый мир водой. Как позднее Он сказал Аврааму о Своем решении относительно Содома («утаю ли Я от Авраама?», Быт 18:17), так и здесь: «Утаю ли я от Ноя, что хочу делать, предвидя, что от него произойдет народ великий?» Отметьте: тайна Господня – боящимся Его (Пс 24:14). Он открывал тайны рабам Своим, пророкам (Ам 3:7), духом откровения извещая о Своих намерениях; так происходит и с верующими, которых с помощью духа мудрости и веры Он делает способными понимать и применять общие заявления написанного слова и представленные в нем предостережения.

Бог сказал Ною в общем, что истребит мир (ст. 13): «…конец всякой плоти пришел пред лице Мое, Я истреблю их с земли», то есть решение об истреблении нечестивого мира определено и принято; это будет совершено, и совершено незамедлительно. Похоже, Ной, проповедуя соседям, предостерегал их в общих словах о гневе Божьем, который изольется на них за их порочность, а теперь Бог поддерживает его усилия угрозой излить Свой гнев, чтобы Ной мог испытать, воздействует ли это на них. Здесь обратите внимание, (1) что Бог утверждает слова Своего посланника (Ис 44:26).

– Комментарии Мэтью Генри__

 

***

сказал [Господь] Бог Ною: конец всякой плоти пришел пред лице Мое, ибо земля наполнилась от них злодеяниями; и вот, Я истреблю их с земли.

Многие комментаторы не без основания предполагают, что здесь речь идет о конце того сто двадцатилетнего периода, который назначен был Богом для покаяния людей и в течение которого Он тщетно ожидал их исправления (1Пет. 3:19-20; 2Пет. 3:9-15).

– Комментарии Лопухина__

 

***

Быт. 6:9-13. В отличие от объяснения причины потопа в Вавилонском эпосе (капризные боги наказали людей, досаждавших им своим шумом), в библейской повести причина эта – сугубо морального свойства. Человеческая раса настолько растлилась (стихи 11-12) и «наполнила» землю злодеяниями (стихи 11, 13), что Бог решил погубить всякую плоть, кроме Ноя, который праведно ходил пред Богом (стих 9), и его семьи (стих 18)

– Комментарии Далласской семинарии__

2.11.37 მორჩილს აუწყებს ღმერთი ქვეყნის აღსასრულს

დაბ.6,[13.17]; 7,4; 18,17 ფს.24,14 ეს.44,26 იერ.4,23-28; 51,12-14 ეზეკ.7,2-6 ოს.4,1-3 ამ.3,7; 8,2.3; 3ეზრ.3,8-11 მათ.24,36-39 ლუკ.17,26-30; 1პეტ.3,20; 4,7; 2პეტ.2,5; 3,6.7.10-12 ებრ.11,7

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 6

13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.

17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.

 

დაბადება 7

4 რადგან შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და პირისაგან მიწისა წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.”

 

იერემია 4

23. შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.

24. შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.

25. შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან.

26. შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან.

27. რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ.

28. ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი, არ შევინანებ და არ გადავთქვამ.

 

იერემია 51

12. აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე.

13. დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!

14. თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე.

 

ეზეკიელი 7

2. შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს!

3. ახლა აღსასრულია შენზე და მოგივლენ ჩემს რისხვას, განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ.

4. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.

5. ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, ერთადერთი უბედურება, აჰა, მოდის!

6. აღსასრული დგება, დგება აღსასრული, თავზე გატყდება, აჰა, მოვიდა!

 

ოსია 4

1. ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.

2. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.

3. ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.

 

ამოსი 8

2. მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.

3. მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.

 

3ეზრა 3

8. დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები.

9. იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი.

10. თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა.

11. დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი მართალი.

 

მათე 24

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,

39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

 

ლუკა 17

26. და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.

27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.

28. ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;

29. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.

30. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა.

 

1პეტრე 3

20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.

 

1პეტრე 4

7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.

 

2პეტრე 2

5. თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;

 

2პეტრე 3

6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.

7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.

10. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.

11. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,

12. რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?

 

ებრაელთა 11

7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.6:13 "მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა". ეს სიტყვები ადამიანს აერთიანებენ ცხოველებთან საერთო გაგებით "ხორციელი". თუ ადამი აცნობიერებდა თავის მიუსადაგებლობას ცხოველებთან (2,7.20) ეს მუხლი ხაზს უსვამს, რომ მოხდა დამსგავსება ადამიანისა სხვა ქმნილებებთან (იხ. 2,7). ადამიანი იქცა Homo sapiens და რომ აღარ არის Homo spiritus (იხ. 2,3).

__ჟენევის ბიბლიის კომენტარი__

 

***

დაბ.6,13-21. ეს სიტყვები გვიჩვენებენ, რომ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ღვთის გულმოწყალება ჩანს მისდამი თქმულ სიტყვებში (6,8-10), სადაც მისი სახელი ყოველ მუხლშია მოხსენიებული, როცა რომ ერთხელაც საკმარისი იქნებოდა, როგორც ჩანს სული წმიდას სურდა მისი სახელის წარმოჩენა... ღმერთი აქცევს ნოეს თავისი საბჭოს კაცად, ესაუბრება მას თუ რის ქმნას უპირებს ამ უკეთურ ქვეყნიერებას. როგორც ეს შემდგომში გააკეთა აბრაამის შემთხვევაში სოდომის დაღუპვის წინ («როგორ დავუფარო აბრაამს?», დაბ.18:17), ასევეა აქაც. მოინიშნეთ: "საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ." (ფს.24:14). "რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ" (ამ.3:7), გამოცხადების სულით აუწყებს თავის განზრახვის შესახებ; ასევე ხდება იმ მორწმუნეებთან მიმართებაში, რომელთაც სიბრძნის სულითა და რწმენის მეშვეობით აქცევს შემძლეებად შეიმეცნონ და გამოიყენონ საერთო მითითებები თუ გაფრთხილებები...

მე13 მუხლში უფალმა უთხრა ნოეს, რომ გადაწყვეტილება განადგურების შესახებ განსაზღვრულია და მიღებულია; ეს მოხდება უეჭველად და დაუხანებლად. როგორც ჩანს, ნოე, როდესაც მეზობლებს უქადაგებდა, ერიდებოდა მათთან ღვთის რისხვის ხსენებას, რომელიც გადმოიღვრებოდა მათზე უკეთურების გამო, და აქ უფალი "განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას" (ეს.44,26) მათზე ზეგავლენის მოსახდენად.

__ მეთიუ ჰენრის კომენტარი__

 

***

დაბ.6,13 ბევრი კომენტატორი არცთუ უსაფუძვლოდ თვლის, რომ აქ საუბარია იმ ასოცწლიანი პერიოდის ამოწურვის შესახებ, რომელიც დადგენილი იყო ღმერთისგან ადამიანების მოსანანიებლად და რომ მისი დასრულებისას იმედოვნებდა მათ გამოსწორებას (1პეტ.3:19-20; 2პეტ.3:9-15).

__ ლოპუხინის კომენტარი__

 

***

დაბ.6:9-13. ბაბილონური ეპოსისგან განსხვავებით წარღვნის მიზეზები (იქ ადამიანებმა თავიანთი ხმაურით შეაწუხეს კაპრიზული ღმერთები), ბიბლიურ მონათხრობში – მორალური ხასიათისაა. ადამიანების რასა იმდენად გაირყვნა და დაეცა ზნეობრივად, რომ ღმერთმა გადაწყვიტა ყოველი ხორციელის მოსპობა, გარდა ნოესი, რომელიც დადიოდა მის წინაშე, და მისი ოჯახისა.

__დალასის სემინარიის კომენტარი__