3.35.4. В святые дни, в присутствии господа не постятся

Неем.8,9 Матф.9,14.15 Лук.5,33-35

Тогда Неемия, он же Тиршафа, и книжник Ездра, священник, и левиты, учившие народ, сказали всему народу: день сей свят Господу Богу вашему;

не печальтесь и не плачьте, потому что весь народ плакал, слушая слова закона

И сказал им: пойдите, ешьте тучное и пейте сладкое, и посылайте части тем, у кого ничего не

приготовлено, потому что день сей свят Господу нашему. И не печальтесь, потому что радость пред Господом - подкрепление для вас. .(Неем.8, 9.10).

Тогда приходят к Нему ученики Иоанновы и говорят: почему мы и фарисеи постимся много, а Твои ученики не постятся?

15 И сказал им Иисус: могут ли печалиться сыны чертога брачного, пока с ними жених? Но придут дни, когда отнимется у них жених, и тогда будут

поститься. (Матф. 9, 14. 15).

Они же сказали Ему: почему ученики Иоанновы постятся часто и молитвы творят, также и

фарисейские, а Твои едят и пьют?

Он сказал им: можете ли заставить сынов чертога

брачного поститься, когда с ними жених?

Но придут дни, когда отнимется у них жених, и тогда будут поститься в те дни.(Лука 5,33- 35).

3.35.4. წმიდა დღეს, უფლის თანდასწრებაში, არ მარხულობენ

ნეემ.8,[9]; 2ეზრ.9,50-54 მათ.9,14.15 ლუკ.5,33-35

- ყოველივეს თავისი დრო აქვს, მათ შორის ტირილსაც და სიცილსაც ეკლ.3,4

- ახლა, ვიდრე უფალთან არ ვიმყოფებით, წუხილი გვმართებს ღვთის გულისთვის, რაც დასაბამს აძლევს სინანულს 2კორ.7,9-11

- ხოლო უფალთან ყოფნისას სიონზე მგლოვიარენი სიხარულის ზეთს მიიღებენ გლოვის ნაცვლად ეს.61,3

ბიბლიის მუხლები

ნეემია 8

9. ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა).

2ეზრა 9

50. ეს დღე წმიდაა უფლისათვის! ყველა ტიროდა, როცა უსმენდა რჯულს.

51. ახლა წადით და ჭამეთ გემრიელი და სვით ტკბილი, მიეცით წყალობა უპოვართ,

52. რადგან წმიდაა ეს დღე უფლისათვის, და ნუ იმწუხრებთ; რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ.

53. ლევიანებიც შთააგონებდნენ მთელ ხალხს და მოუწოდებდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ იმწუხრებთ.

54. წავიდა ყველა, რათა ეჭამათ და ესვათ, ემხიარულათ და გაეცათ წყალობა უპოვართათვის, და ილხენდნენ დიდად,

ეკლესიასტე 3

4. ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.

ესაია 61

3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.

მათე 9

14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?

15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.

ლუკა 5

33. ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ?

34. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე?

35. მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ.

2კორინთელთა 7

9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.

10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.