4.12.11 Бесчинные в церкви

4.12.11 უწესონი ეკლესიაში

- უწესოდ იქცევიან სიყვარულის არმქონენი 1კორ.13,5

- საჭიროებენ დარიგებას 1თეს.5,14; 2თეს.3,6-15

- ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი არ არის 1კორ.14,33

- სულიერი ლიდერები უნდა იყვნენ წესიერებით სამაგალითონი 1ტიმ.3,2

- რათა მიბაძონ წესრიგიან და-ძმებს 2თეს.3,7

- განვერიდოთ მათ რომ.16,17; 2თეს.3,2.6

ბიბლიის მუხლები

რომაელთა 16

17. გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ;

1კორინთელთა 13

5. უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,

1კორინთელთა 14

33. ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.

1თესალონიკელთა 5

14. და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

2თესალონიკელთა 3

2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.

6. ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.

7. რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.

8. მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.

9. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.

10. როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: "ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”,

11. რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.

12. ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ პური.

13. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოგწყინდებათ სიკეთის ქმნა.

14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.

15. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

1ტიმოთე 3

2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,