1.7.21 Глухой

Исх.4,11 Лев.19,14; 1цар.3,11 Пс.37,13.14; 57,4 Пр.8,33; 10,17; 21,13 Ис.29,18; 35,5; 42,18.19; 43,8 Матф.11,5 Мар.7,37; 9,25 Лук.7,22

1.7.21 ყრუ

- ღვთის ნებით გამ.4,11

- დაცვის ქვეშ ლევ.19,14

- დიდი ხმისგან გაყრუება 1მფ.3,11

- განკურნება ეს.35,5 მათ.11,5 მარ.7,37; 9,25 ლუკ.7,22

.

სიმბოლურად:

- მოთმინება ფს.37,13.14

- მოყრუება, წაყრუება ფს.57,4 იგავ.8,33; 10,17; 21,13

- სულიერი ყურის გახსნა ეს.29,18

- სულიერი ნაკლულოვნება ეს.42,18.19; 43,8

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 4

11. უთხრა უფალმა: "ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?

ლევიანნი 19

14. ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.

1მეფეთა 3

11. უთხრა უფალმა სამუელს: "აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ მის ყოველ გამგონეს, ორივე ყური გაუყრუვდეს.

ფსალმუნი 37

13. მე კი არ ვისმენ, ვითარცა ყრუ და მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.

14. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა.

ფსალმუნი 57

4. შხამი მათი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიხშობს,

იგავნი 8

33. ისმინეთ ჩემი დარიგება და დაბრძენდით, ნუღარ წაუყრუებთ.

იგავნი 10

17. დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.

იგავნი 21

13. ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

ესაია 29

18. მოისმენენ იმ დღეს ყრუნი წიგნის სიტყვებს და დაინახავენ ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან.

ესაია 35

5. ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.

ესაია 42

18. ისმინეთ ყრუებო და შეხედეთ ბრმებო, რომ დაინახოთ.

19. ვინ არის ჩემი ხალხივით, ჩემი მსახურივით ბრმა და ყრუ - ჩემი მაცნესავით, მე რომ წარვგზავნე? ვინ არის ბრმა მსგავსად ჩემი სრულქმნილისა და ბრმა მსგავსად უფლის მსახურისა?

ესაია 43

8. გამოიყვანე ხალხი, თვალები რომ აქვთ, თუმცა ბრმანი არიან და ყურები რომ აქვთ, თუმცა ყრუნი არიან.

მათე 11

5. ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

მარკოზი 7

37. მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: "ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს”.

მარკოზი 9

25. როგორც კი დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: "უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ დაბრუნდე მასში!”

ლუკა 7

22. უთხრა მათ იესომ პასუხად: "წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.