4.14.4 Духовная война

4.14.4 სულიერი ომი, ბრძოლა

მორწმუნეების მტრებს წარმოადგენენ:

- ქვეყნიერება იაკ.4,1-4

- ხორცი 1პეტ.4,1-4

- ეშმაკი 1პეტ.5,8

- უხილავი ძალები ეფ.6,12

.

იმარჯვებენ:

- ღვთის სიტყვით ეფ.6,17

- ღვთიური აღჭურვილობით ეფ.6,10-17

- ქრისტესადმი რწმენით 1იოან.5,4.5

- ქრისტეს აღთქმებით იოან.16,33

.

სულიერი ბრძოლისთვის საჭიროა:

- ქვეყნიური კავშირების მოშორება 2ტიმ.2,4

- ლოცვა ეფ.6,18

- უარის თქმა საკუთარ თავზე 1კორ.9,25-27

- ტანჯვის დათმენა 2ტიმ.2,3

- სიფხიზლე 1თეს.5,6

- სიმხნევე 1კორ.16,13

.

ბიბლიის მუხლები

იოანე 16

33. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".

იაკობი 4

1. საიდან მომდინარეობს ბრძ­ო­ლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქ­ვენ ასოებს შორის იბრძვიან?

2. გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.

3. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.

4. მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!

1პეტრე 4

1. ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენც განიმსჭვალეთ იმავე აზრით, რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება წყვეტს ცოდვის ჩადენას.

2. რათა სხეულში ყოფნის დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით.

3. რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.

4. ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ ამ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ.

1პეტრე 5

8. იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

1იოანე 5

4. რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა.

5. ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?

1კორინთელთა 9

25. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.

26. ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე;

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.

1კორინთელთა 16

13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

ეფესელთა 6

10. დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.

11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.

12. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

13. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.

14. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.

15. და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.

16. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.

17. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.

18. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;

1თესალონიკელთა 5

6. მაშ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ ვიღვიძოთ და ვიფხიზლოთ.

2ტიმოთე 2

3. გაიზიარე ჩემი ტანჯვა, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.

4. არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს.