3.35.5. С постом и молитвы изгоняются бесы

Матф.17,21

.

В древнем Патерике

рассказывается . Взалкал

(почувствовал голод)

однажды утром некий

брат и боролся со своим

помыслом, чтобы не

вкушать пищи до третьего часа. Когда

настал третий час, он решился терпеть до

шестого . Когда же наступил шестой час, он

размочил хлеб и, присев

вкусить, опять встал и

сказал: Потерплю до

девятого часа,, . Настал

девятый час, и старец,

сотворив молитву,

увидел силу диавола,

как дым выходящего из

его недра. Таким

образом миновала его

алчба (голод).

3.35.5. მარხვით და ლოცვით განიდევნებიან ავი სულები

3მფ.17,20-22; 4მფ.4,33.34 მათ.4,2-11; 17,[21] მარ.9,[29] საქ.14,23 იაკ.5,15; 1კორ.7,5; 2კორ.11,27-29; ეფ.6,18

- განდევნაზე უარიც პასუხია ღმერთისგან 2კორ.12,7-9

- ფრთხილად ვიყოთ, განდევნილი სულები უკან არ შემოვუშვათ მათ.12,43-45 ლუკ.11,24-26

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 17

20. შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?

21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში.

22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი.

4მეფეთა 4

33. შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.

34. ზემოდან დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული.

35. ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოთ. შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი.

მათე 4

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.

5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე

6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.

9. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე.

10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.

11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.

მათე 12

43. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას.

44. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.

45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.

მათე 17

21. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.

მარკოზი 9

29. და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით.

ლუკა 11

24. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.

25. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს.

26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.

საქმენი მოციქულთა 14

23. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.

იაკობი 5

15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.

1კორინთელთა 7

5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.

2კორინთელთა 11

27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.

28. გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი - ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.

29. ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?

2კორინთელთა 12

7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.

8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.

9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

ეფესელთა 6

18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

__თემაზე წერდნენ__

***

მარხვა და სიწმიდე ნურავის მოეჩვენება ძნელ და საშინელ საქმედ, რადგაე ეს თქვენთვის კი არაა, ბოროტ სულთათვის არის საშინელი და თუ ვინმე ეშმაკეული იყოს, პირველ ყოვლისა მარხვის სახე უჩვენე მას, რამეთუ თვით ქრისტე იტყვის: "ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება" (მათ. 17,21).

__წმ. იოანე ოქროპირი__

***

როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდების მეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა-ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლითაც დავღვრით.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

ებისკოპოსი მი-ოდესმე-ვიდა მოხილვად მონასტრისა და ხილვად დისა თვისისა და ვითარცა შევიდა ეზოსა მონასტრისასას, იხილა ამან ერთი ვინმე დათაგანი ეშმაკეული, რომელი ფრიად იგვემევბოდა მისგან და გორვიდა იგი ქვეყანასა. მაშინ მოუწოდა დასა თვისსა და ჰრქვა მას:

- დაჯერებული ხარა, დაო, ტანჯვასა ამისსა ეშმაკისა მიერ, ვითარ-ესე განშიშვლებული ინგორების? ანუ არა უწყია, ვითარმენ ყოველთა ამათ დათათვის საშჯელი შენ მიგეხადების, რამეთუ დედოფალი მათი ხარი შენ?

მიუგო დამან მისმან და ჰრქვა:

- და რასა უკვე შემძლებელ ვარ მე ყოფად ეშმაკისა ამის?

ჰრქვა მას ეპისკოპოსმან მან:

- და რასა უკვე იქმ აქა ამით ესოდენთა წელთა?

მაშინ ყო ლოცვაი ებისკოპოსმან და მუნთქვესვე განხადა ეშმაკი იგი დისა მისგან და ჰმადლობდეს ყოველნი ღმერთსა.

__ უცნობი ავტორი სიბრძნე ბალაჰვარისი __

***

ადამიანი, რომელიც უკვე მიბრუნებულია ღვთისკენ და ინანიებს, იხსენებს თავის უამრავ, საშინელ და მძიმე ცოდვებს, რომლთათვისაც უფალი ეცვა ჯვარს. როცა იგი ხედავს ჯვარცმას, რომელზეც უამბო მას ღვთის ანგელოზმა სახარებით, მისი შემუსვრილი გული იპობა და ინანიებს ცოდვებს, მწუხრდება, ხვდება რა ღვთის უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც უფალს ჩვენს მიმართ აქვს. ეს სიყვარული მის გულშიც გადადის და იგი იწყებს შემეცნებას იმისას, რომ უფალი მოვიდა, რათა განდევნოს მისი ცოდვები. ამისათვის ეცვა ჯვარს. ის ფაქტი, რომ იესო ქრისტე აწამეს, თავს დაადგეს ეკლის გვირგვინი, მიულურსმნეს ხელ-ფეხი, რომ იგი ევნო ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის, სინანულში ჩავარდნილ ცოდვილს ღრმად ამწუხრებს. სახარების კითხვისას უკვე როგორც სარკეში, ისე ჰხედავს თავის თავს, სულ უფრო და უფრო იცნობიერებს, როგორ დაშორებია ღმერთს, როგორ დაურღვევია მისი მცნებები. ასე ღრმად შეძრული უხსნის ღმერთს გულს. უფალიც უახლოვდება. სიყვარული და სიმშვიდე ღვთისა აღავსებს მის გულს, როცა იწყებს იმის შეცნობას, რომ იესო ქრისტეს, ღვთის ძის სისხლი გვწმენდს ჩვენ ყოველგვარი ცოდვისგან (1 იოან. 1,7).

მონანიე ადამიანის გულიდან იდევნება თავისი ნება-სურვილის გარეშე უამრავი ავი სული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ისევ უკან იხედებიან იმ იმედით, რომ კვლავ შესძლებენ უკან დაბრუნებას. ამიტომ გვაფრთხილებს უფალი, რომ ვიფხიზლოთ და ვილოცოთ, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა ეშმაკისთვის, რომელიც ჩასაფრებულია რომ კვლავ დაბრუნდეს ადამიანის გულში.

__ . . . . . . __