4.19.45 Должник

4.19.45 მოვალე

- ნუ შეაწუხებთ ჩვენს მოვალეს რჯ.24,11

- ვალების პატიებაზეა საუბარი მევახშისა და მოვალეების იგავში ლუკ.7.41-43

- პირობას ვდებთ "მამაო ჩვენოს" წარმოთქმისას, რომ მივუტევებთ ჩვენს მოვალეებს ლუკ.11,4

- უმართლო სახლმმართველიც პატიობს ლუკ.16,1-8

- სხვის მაგიერ ვალის გადახდა ფილიმ.1,19

- არავისი არა გვემართოს რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა რომ.13,8

.

- გამსესხებლები ჩაგრავენ მსესხებლებს ფს.108,11 იგავ.22,7 ეს.24,2; 50,1

.

- ნუ გახდები მოვალის თავდები იგავ.22,26

.

სულიერად მცხოვრებნი:

- არ ვიყოთ ხორციელად მცხოვრებნი, რადგან არ ვართ ხორცის მოვალენი რომ.8,12

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 24

11. გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.

ფსალმუნი 108

11. მოვალემ მიითვისოს ყოველივე, რაც მას გააჩნია და უცხოებმა დაიტაცონ მისი ნაჯაფი.

11. (რუს. სინოდალურშია ვალის გამცემი)

да захватит заимодавец все, что есть у него, и чужие да расхитят труд его;

იგავნი 22

7. მდიდარი ღატაკებზე მბრძანებლობს და მოვალე მონაა მევალისა.

26. ნუ იქნები მათ შორის, ვინც ხელს აძლევს და თავდებად უდგება მოვალეებს.

ესაია 24

2. გახდება ხალხი მღვდელივით, მსახური - ბატონივით, მხევალი - ქალბატონივით, მყიდველი - გამყიდველივით, მსესხებელი - გამსესხებელივით და მოვალე - მევალესავით.

ესაია 50

1. ასე ამბობს უფალი: "სად არის გაყრის წერილი, რომლითაც დედათქვენი გავუშვი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ? აჰა, თქვენი ურჯულოების გამო გაიყიდეთ და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული.

ლუკა 7

41. იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.

ლუკა 11

4. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.

ლუკა 16

5. სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?

რომაელთა 8

12. ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;

რომაელთა 13

8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.

ფილიმონი 1

19. მე, პავლე, ჩემი ხელით ვწერ ამას: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი.

---------------------------

სურათზე: ვალების პატიება გულს სიყვარულით აღავსებს