3.20.2. Пойте Господу

Исх.15,[1.21] Чис.21,17 Суд.5,1-3.9-12; 2цар.22,1.50; 2Пар.5,13 Иудиф.16,1 Пс.7,18; 9,3.12; 23,7-10; 105,12; 106,8.22; 133,1 Прем.10,20; 19,9 Ис.12,2.5 Матф.26,30 Еф.5,19 Отк.5,9; 14,3; 15,3

.

Псалом 7:18.Славлю Господа по правде Его и пою имени Господа Всевышнего.

Псалом 9:3,12.Буду радоваться и торжествовать о Тебе,петь имени Твоему,Всевышний.

Пойте Господу,живущему на Сионе,возвещайте между народами дела Его.

3.20.2. უგალობეთ, უმღერეთ უფალს

გამ.15,[1.21] რიცხ.21,17 მსაჯ.5,1-3.9-12; 2მფ.22,1.50; 2ნეშ.5,13 ივდ.16,1 ფს.7,18; 9,3.12; 23,7-10; 105,12; 106,8.22; 133,1 სიბრძ.10,20; 19,9 ეს.12,2.5 მათ.26,30 ეფ.5,19 გმცხ.5,9; 14,3; 15,3

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლათა 15

1. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.

21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.

 

რიცხვნი 21

17. მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას.

მსაჯლთა 5

1. ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ: 

2. ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!

3. ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.

9. ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი!

10. თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი!

11. იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი!

12. გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!

2მეფეთა 22

1. წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.

50. ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი.

2ნეშტთა 5

13. ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.

ივდითი 16

1. თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,

ფსალმუნი 7

18. ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.

ფსალმუნი 9

3. ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.

12. უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.

ფსალმუნი 23

7. მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

8. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.

9. მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

10. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა. 

ფსალმუნი 105

12. და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.

ფსალმუნი 106

8. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.

22. შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.

ფსალმუნი 133

1 გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო

უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.

სიბრძნე სოლომონისა 10

20. ამიტომაც მართლებმა უღვთოებს საჭურველი აჰყარეს და შენს წმიდა სახელს უმღერეს და ერთსულოვნად აქეს შენი მფარველი ხელი.

სიბრძნე სოლომონისა 19

9. რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს.

ესაია 12

2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.

5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.

მათე 26

30. იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

ეფესელთა 5

19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.

გამოცხადება 5

9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,

გამოცხადება 14

3. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.

გამოცხადება 15

3. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!

__თემაზე წერდნენ__

***

აზმა - მეორე სახელი არს გალობისა და ქებათაც ითქმის.

აზმაიფარ - საქებელი.

__სულხან-საბა ლექსიკონი ქართული__

 

***

ვიწყო მე გალობა, მიყოს მან წყალობა.

__ დავით გურამიშვილი __