3.44.19 Пир - прием с угощением по важному поводу

3.44.19 ნადიმი, პურობა, ვახშამი, ტრაპეზი, წვეულება

შემთხვევები:

- ბავშვის ძუძუსგან მოწყვეტა დაბ.21,8

- ქალის ქორწინების ნიშნობა დაბ.24,54

- აღთქმის განმტკიცება დაბ.31,46.54

- დაბადების დღე დაბ.40,20

- მოსავლის აღება რუთ.3,3.7

- ცხვრის პარსვა 2მფ.13,23

- მეფედ კურთხევა 3მფ.1,9

- სახელმწიფო საქმეები ესთ.1,3 დან.5,1

- ხალხის განთავისუფლება ესთ.9,17

- ქორწილი მათ.22,2

- ახლობლის დაბრუნება ლუკ.15,23

.

მიმდინარეობა:

- მომზადება მათ.22,4

- მოწვევა ლუკ.14,16.17

- უარი დაგმობილია ლუკ.14,18-24

- სტუმრების დასხმის თანმიმდევრობა დაბ.43,33 იგავ.25,6.7

- საპატიო სტუმრისადმი ყურადღება 1მფ.9,22-24

- სუფრის გამრიგე იოან.2,8

- თამადა იოან.2,9

- სიმღერა და ცეკვა-თამაში ლუკ.15,25

- დათრობა 1მფ.25,35

- განსაკუთრებული სამოსი მათ.22,11

- შემთხვევითი არაჩვეულებრივი სტუმარმასპინძლობა ებრ.13,2

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

8. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.

დაბადება 24

54. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.

დაბადება 31

46. და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.

54. შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.

დაბადება 40

20. მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა.

დაბადება 43

33. და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.

რუთი 3

3. დაიბანე, ნელსაცხებელი წაიცხე, შენი საუკეთესო სამოსი ჩაიცვი, მერე ჩადი კალოზე, მაგრამ ვიდრე ჭამა-სმა არ დასრულდება, იმ კაცს არ დაენახო.

7. ჭამა და სვა ბოყაზმა, გამხიარულდა მისი გული, მივიდა ზვინის კიდესთან და დაწვა დასაძინებლად. რუთიც მივიდა ფარულად, გადახადა და მიუწვა ფერხთით.

1მეფეთა 9

22. წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური. შეიყვანა დარბაზში და დასვა ოცდაათი წვეულის სათავეში.

23. უთხრა სამუელმა მზარეულს: "მომეცი ის ხორცის ნაჭერი, რომელიც მოგეცი და რომელზეც გითხარი, გადაინახე-მეთქი”.

24. აიღო მზარეულმა ბეჭი და წინ დაუდო საულს. თქვა სამუელმა: "აი, რაც მორჩა, დაიდე წინ და ჭამე, რადგან იმ დროიდან გინახავდი, რაც ხალხი მოვიპატიჟე”. და იმ დღეს სამუელთან პურობდა საული.

1მეფეთა 25

35. დაბრუნდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ნადიმობს სახლში, როგორც სამეფო ნადიმზე; მხიარულობდა ნაბალის გული და თან მთვრალი იყო ფრიად; დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.

2მეფეთა 13

23. გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაყალ-ხაცორში, ეფრემის სიახლოვეს. მეფის ყველა ძე მიიწვია აბესალომმა.

3მეფეთა 1

9. და დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი ხბორები ზოხელეთის ლოდთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მსახურნი,

ესთერი 1

3. თავისი მეფობის მესამე წელს, ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურთ. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის მხედართმთავარნი, დიდებულნი და ოლქთა მთავარნიც მის წინაშე ისხდნენ.

ესთერი 9

17. ეს მოხდა ადარის თვის მეცამეტე დღეს და მის მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ნადიმისა და სიხარულის დღედ აქციეს.

იგავნი 25

6. მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,

7. რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.

დანიელი 5

1. დიდი ნადიმი გაუმართა მეფე ბელშაცარმა თავის ათას დიდებულს და იმ ათასთან ერთად სვამდა ღვინოს.

მათე 22

2. „ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც ქორწილი გაუმართა თავის ძეს.

4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!

11. შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.

ლუკა 14

16. მან კი უთხრა: "ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.

17. სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.

18. ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.

19. მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.

20. მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლიაო მოსვლა.

21. დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.

22. უთხრა მონამ: ბატონო, რაც ბრძანე აღსრულებულია, მაგრამ კიდევ დარჩა ადგილი.

23. უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი;

24. რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს!”

ლუკა 15

23. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ!

25. უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.

იოანე 2

8. კვლავ უთხრა მათ: "ახლა ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით!” და მიართვეს.

9. როცა თამადამ ღვინოდქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, ნეფეს დაუძახა მან

ებრაელთა 13

2. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.