3.42.12 Гребли, лопата

3.42.12 ნიჩაბი

- ღვთისმსახურებისთვის გამ.27,3 რიცხ.4,14; 4მფ.25,14; 2მეშ.4,16 იერ.52,18

- ხელბარი რჯ.23,13

- საკალოე ეს.30,24

- ნავებისა და ხომალდების ეს.33,21 იონ.1,13 მარ.6,48

- მენიჩბეები ხომალდებზე ეზეკ.27,6.8.26.29

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 27

3. გაუკეთე ქოთნები ფერფლის გასატანად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები, მისი ყოველი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთე.

რიცხვნი 4

14. დააწყობენ ზედ ყოველ მის ჭურჭელს, რომლითაც მსახურებენ: აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს და სასხურებლებს - სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას; გადააფარებენ მაჩვის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.

მეორე რჯული 23

13. ნიჩაბიც იქონიე სარტყელში იარაღთან ერთად და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი;

4მეფეთა 25

14. ქვაბები, ნიჩბები, საკვეთები, კოვზები და სპილენძის მთელი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებდნენ, წაიღეს.

2ნეშტთა 4

16. ქვაბები, ნიჩბები, ფიალები და მთელი ჭურჭელი ხურამმა გააკეთა უფლის სახლისთვის გაპრიალებული სპილენძისგან.

ესაია 30

24. ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა და ფოცხებით გასუფთავებულს.

ესაია 33

21. არამედ დიადი უფალი იქნება იქ ჩვენთან, ფართო მდინარეებისა და ნაკადულების ადგილზე, სადაც ვერ შევლენ ნიჩბებიანი ნავები და უზარმაზარი საბრძოლო ხომალდები ვერ გაივლიან მასში.

იერემია 52

18. ქვაბები, ნიჩბები, დანები, თასები, კოვზები და სპილენძის მთელი ჭურჭელი, ტაძრის მსახურებისთვის რომ იყო, თან წაიღეს.

ეზეკიელი 27

6. ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.

8. ციდონელები და არვადელები გყავდა მენიჩბეებად; შენი ბრძენკაცები გყავდა, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;

26. დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა ზღვის შუაგულში.

29. თავ-თავიანთი ხომალდიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგებიან.

იონა 1

13. მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთისკენ გაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.

მარკოზი 6

48. დაინახა, რომ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარმა დაუბერა. ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით წავიდა მათკენ და უნდოდა გვერდი აევლო.