3.40.1 Бог в нас, уступим место в нашем сердце

Быт.39,2.3.21 Исх.3,12 Иисн.1,5 Ис.8,8.10; 41,10 Матф.1,23; 18,[20]; 28,[20] Мар.16,20 Ин.14,18-21.23; 20,19.26; Деян.18,10; 1Ин.3,24; 1Кор,3,16; Кол.1,29; 1Фес.1,1; 2Тим..4,17 Отк.21,3

ибо, где двое или трое собраны во имя Мое, там Я посреди них.(Матф.18,20). 

Иисус сказал ему в ответ: кто любит Меня, тот соблюдет слово Мое; и Отец Мой возлюбит его, и Мы придем к нему и обитель у него сотворим.( Иоан.14,23)

Разве не знаете, что вы храм Божий, и Дух Божий живет в вас? (1Кор.3,16).

Люди не должны заканчивать свой жизненный путь в кабинете психотерапевта ,становиться фанатиками ,судящими все и всех, праведниками. Люди не будут таковыми, если они несут на себе бремя Иисуса (Матф.11:28-30).

Взять на себя бремя Иисуса -значит стать Его учеником, т.е. учиться у Него всю жизнь. Это значит - полностью доверить Ему свою жизнь. Бремя Иисуса -это покой, мир и жизнь, связанная с Ним, которая удовлетворяет. "И потому, если кто -то во Христе, то он -новое творение Божье. Старое умерло, наступил новый порядок!"(2Корин.2:16). Сам Христос производит Свою жизнь в нас и через нас.

 

"Для чего я и тружусь ,и подвизаюсь силою Его ,действующей во Мне могущественно"(Колосс.1:29).

Христос ,живущий через нас - единственное Божие решение для человека-восстановить его для той разумной цели,для которой он был предназначен, т.е. быть живым средством выражения Его жизни всему творению! Христос, живущий в нас-это единственное средство, которое восполнит отчаянную нужду в сердце человека-нужду в цели и смысле жизни. Представьте себе,что вам звонит президент Соединенных Штатов и спрашивает "Как дела? Послезавтра я приезжаю в ваш город и мне понадобится машина, не смог бы я воспользоваться твоей? "Наступает великий день ,когда президент берет у вас машину на прокат. Может быть, это тот самый день ,которым вы гордитесь больше всего. После этого вы даже можете прикрепить табличку к машине: "На этой машине ездил президент Соединенных Штатов". Мы считаем ,что для нас будет большей честью послужить человеку, занимающему самый высокий пост в нашей стране. Но,мы, христиане,едва ли понимаем тот факт, что Бог, создавший вселенную, живет в нас и желает использовать наши тела каждый день нашей жизни! "Ибо мы - Его творение-созданы во Христе Иисусе на добрые дела, которые Бог предназначил нам исполнять"(Ефес.2:10) 

(Боб Джордж)

Мы без Иисуса не можем делать ничего. Впрочем, конечно, можем! Можем делать всё,что нам хочется и когда хочется. Только это будет сделано по нашей воле и потому не устоит. Как Иисус был зависим от Отца,так и мы должны быть зависимы от Него и быть одним целым с нашим Господом.

 Эрло Штеген

3.40.1 ჩვენთან არს ღმერთი, დავუთმოთ ადგილი უფალს ჩვენს გულში

- იყოს მისი სამკვიდრებელი ჩვენში

დაბ.26,3; 28,15; 31,3.5; 39,2.3.21 გამ.3,12; 34,9 რიცხ.5,3; 23,21 რჯ.4,7.20 იესნ.1,5; 3,7.10; 6,27; 1მფ.3,19 ფს.13,5 ეს.8,8.10; 41,10 მათ.1,23; 18,[20]; 28,[20] მარ.16,20 ინ.14,18-21.23; 20,19.26; საქ.18,10; 1ინ.3,24; 1კორ,3,16; კოლ.1,29; 2ტიმ..4,17 გმცხ.21,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 26

3. ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.

დაბადება 28

15.შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.

დაბადება 31

3. და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.

5. უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.

დაბადება 39

2. უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.

3. დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.

21. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.

გამოსვლა 3

12. უთხრა: მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე.

გამოსვლა 34

9. თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.

რიცხვნი 5

3. ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.

რიცხვნი 23

21. ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში; უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა და სამეფო ყიჟინაა მასში.

მეორე რჯული 4

7. რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?

20. თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.

იესო ნავეს ძე 1

5. ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.

იესო ნავეს ძე 3

7. უთხრა უფალმა იეშუას: "ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.

10. თქვა იეშუამ: "ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;

იესო ნავეს ძე 6

27. უფალი იყო იეშუასთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.

1მეფეთა 3

19. იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან; არ გაცუდებულა არც ერთი მისი სიტყვა;

ფსალმუნი 13

5. იქ შეკრთებიან დიდი შიშით, რადგან მართალთა თაობაშია ღმერთი.

ესაია 8

8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!

10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)

ესაია 41

10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.

მათე 1

23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.

მათე 18

20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.

მათე 28

20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

მარკოზი 16

20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

იოანე 14

18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.

19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.

21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.

23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.

იოანე 20

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!

26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!

საქმე 18

10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.

1იოანე 3

24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.

1კორინთელთა 3

16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

კოლასელთა 1

29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.

2ტიმოთე 4

17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.

გამოცხადება 21

3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.

__თემაზე წერდნენ__

***

ახლო არს ღმერთი, შენთან არს, შენში არს.

__ სენეკა __