4.15.60 Дисциплина в семье

***

Библия дает четкую структуру семьи с ясным распределением власти: муж является руководителем по отношению к жене, а родители — руководителями по отношению к детям. Однако всякое руководство в семье — это одна из форм служения, но никак не тирания, и потому все функции, относящиеся к служению домашнего руководителя, должны осуществляться с любовью (Еф 5:22-6:4, Кол 3:18-21, 1 Пет 3:1-7). Четвертая заповедь требует, чтобы глава дома руководил всей семьей в соблюдении субботы; пятая заповедь — чтобы дети уважали своих родителей и повиновались им (Исх 20:8-12, Еф 6:1-3). Пример исполнения пятой заповеди подал Сам Иисус (Лк 2:51). Позднее Он непримиримо выступал против такого поведения, которое, имея вид благочестия, на деле являлось уклонением от обязанностей по отношению к родителям (Мк 7:6-13). Последнее, что сделал Иисус перед смертью, — проявил заботу о своей матери (Ин 19:25-27).

Семья должна быть сообществом, дающим знания о Боге и научающим благочестию. Детей необходимо наставлять (Быт 18:18-19, Втор 4:9, Втор 6:6-8, Втор 11:18-21, Прит 22:6, Еф 6:4) и побуждать к тому, чтобы они серьезно относились к учебе как к основе жизни (Прит 1:8, Прит 6:20). Дисциплина должна быть стержнем воспитания, в процессе которого дети научаются самоконтролю и приобретают жизненный опыт (Прит 13:24, Прит 19:18, Прит 22:15, Прит 23:13-14, Прит 29:15-17). В семье должна быть такая же целенаправленная, с нежностью поддерживаемая дисциплина, какая существует в семье Божьей (Прит 3:11-12, Евр 12:5-11).

Христианская семья — Женевская Библия — Библия — Женевская Библия

4.15.60 დისციპლინა ოჯახში

მეუღლეთა ურთიერთობაში:

- დაიწყონ პირადი დისციპლინირებით იესნ.24,15 ფს.111,1.2; 1კორ.9,27

- გაიწვრთნან თავი ღვთის სიტყვაში 2ტიმ.3,16.17

- ჰქონდეთ ურთიერთსიყვარული 1კორ.13,4-7

- ცოლი დაემორჩილოს ქმარს 1პეტ.3,1-6 ეფ.5,21-24 კოლ.3,18

- იყოს მზრუნველი ოჯახზე ტიტ.2,4.5

- ქმრები მოეპყრან ცოლებს სათუთად 1პეტ.3,7 ეფ.5,25 კოლ.3,19

- იყვნენ ოჯახის კარგი მმართველნი 1ტიმ.3,4

.

ბავშვებთან მიმართებაში აუცილებელია:

- სწავლება, შეგონება ღვთის სიტყვის დაბ.18,19 რჯ.4,9; 6,7-9 ფს.77,5-7; 1თეს.2,11

- ალაგმვა მათი უკეთურების 1მფ.3,13; 3მფ.1,6

- დასჯა მორჩილებისთვის იგავ.13,24; 19,18

- ბავშვების სწორი აღზრდისთვის იგავ.22,15

- რათა არ იყვნენ შემარცხვენელნი იგავ.29,15

- ჯოჯოხეთისგან შვილების სულის ხსნისთვის იგავ.23,13.14

- მოწიწების განვითარებისთვის ებრ.12,8-11

.

ბავშვების დისციპლინირების განხორციელება ცხოვრებაში:

- პატარაობიდანვე იგავ.22,6

- რისხვის გარეშე ფს.102,13 მალ.4,6 იაკ.1,19.20 ეფ.4,26; 6,4 კოლ.3,21

- სიყვარულით ებრ.12,5-7

.

შვილებმა:

- პატივი სცენ და იზრუნონ მშობლებზე გამ.20,12 მარ.7,11.12 იოან.19,26.27

- დაემორჩილონ მშობლებს იგავ.4,1 მალ.4,6 ლუკ.2,51 კოლ.3,20

- არ უგულვენყონ წვრთნა იგავ.3,11.12

- შეეძლოთ მონანიება გმცხ.3,19

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

19. რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.

გამოსვლა 20

12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.

მეორე რჯული 4

9. მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს

მეორე რჯული 6

7. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.

8. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე.

9. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.

იესო ნავეს ძე 24

15. და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.

1მეფეთა 3

13. ვინაიდან ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა.

3მეფეთა 1

6. არ საყვედურობდა მამამისი, არც შეჰკითხვია, ასე რატომ იქცევიო. ლამაზი კაცი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ შეეძინა იგი დედამისს.

ფსალმუნი 77

5. მისცა იაკობს მოწმობა და დაუდგინა ისრაელს რჯული, რომელზეც უბრძანა ჩვენს მამებს, რომ ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის.

6. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომლებიც დაიბადებიან და გადასცენ თავიანთ შვილებს.

7. რომ ღმერთზე დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი და დაიცვან მისი მცნებანი;

ფსალმუნი 102

13. როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები.

ფსალმუნი 111

1. ნეტარია კაცი მოშიში უფლისა, რომელიც დიდად ნეტარებს მის მცნებებში.

2. ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. კურთხეულ იქნება მართალთა თაობა.

იგავნი 3

11. შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.

12. რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა - შვილს, თავის საქებარს!

იგავნი 4

1. ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ.

იგავნი 13

24. ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.

იგავნი 19

18. დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი.

იგავნი 22

6. ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.

15. ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს, მაგრამ აღმზრდელის წკეპლა გამოდევნის მას.

იგავნი 23

13. წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება;

14. წკეპლით სცემ მას და შავეთისგან იხსნი მის სულს.

იგავნი 29

15. ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.

მალაქია 4

6. და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!

მარკოზი 7

11. თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: "კორბან” - ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო,

12. აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის.

ლუკა 2

51. გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.

იოანე 19

26. დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”

27. შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.

იაკობი 1

19. ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.

20. რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.

1პეტრე 3

1. ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,

2. იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.

3. ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,

4. არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.

5. ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.

6. როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

7. ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

1კორინთელთა 9

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

1კორინთელთა 13

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

1კორინთელთა 9

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

ეფესელთა 4

26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.

ეფესელთა 5

21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.

22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.

25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

ეფესელთა 6

4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.

კოლასელთა 3

18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.

19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.

20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.

21. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.

1თესალონიკელთა 2

11. რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა - შვილებს;

1ტიმოთე 3

4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

2ტიმოთე 3

16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,

17. რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.

ტიტე 2

4. რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,

5. გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

ებრაელთა 12

5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.

6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.

7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

8. ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რომელშიც ყველას უწევს გავლა, მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები.

9. თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?

10. ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი - ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.

11. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.

გამოცხადება 3

19. ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.