4.18.11 Грехи словесные

Мы часто произносим слова, которые огорчают Бога. И что говорит Бог на ту же ситуацию в нашей жизни? Совпадает ли наши слова с Божьими?

Ты говоришь: «Это невозможно» - Бог говорит: «Всё возможно» (Луки 18:27).

Ты говоришь: «Я слишком устал» - Бог говорит: «Я укреплю тебя» (Исаия 41:10)

Ты говоришь: «Я больше не могу» - Бог говорит: «Я помогу тебе» (Исаия 41:10)

Ты говоришь: «Я не знаю, что делать» - Бог говорит: «Я направлю пути твои» (Притчи 3:5-6 )

Ты говоришь: «Я не смогу этого сделать» - Бог говорит: «Ты можешь всё» (Филиппийцам 4:13 )

Ты говоришь: «Я слишком слаб» - Бог говорит: «Я сила твоя» (Исаия 12:2)

Ты говоришь: «Я боюсь» - Бог говорит: «Не бойся, Я Сам пойду пред тобою» (Втор.31:8 )

Ты говоришь: «Никто не любит меня» - Бог говорит: «Я люблю тебя» (Иоанна 3:16)

Давайте будем оставаться в единстве с Богом и проверим как это работает!

4.18.11 სიტყვით შეცოდებანი

გვახსოვდეს, სიკვდილ-სიცოცხლე ჩვენგან წარმოთქმული სიტყვების ხელშია და შეუძლიათ სულიერად მოგვკლან, მსჯავრი დაგვდონ იგავ.15,4; 18,20.21 მათ.12,37 რომ.10,10

.

შენ ამბობ: «მეშინია»

ღმერთი ამბობს: «ნუ შეგეშინდება, მე თავად წაგიძღვები წინ» რჯ.31:8

.

შენ ამბობ: «არ ვიცი რა გავაკეთო»

ღმერთი ამბობს: «მომენდე და მე წარვმართავ შენს გზებს» იგავ.3:5-6

.

შენ ამბობ: «ძლიერ დავიღალე»

ღმერთი ამბობს: «მე განგამტკიცებ» ეს.41:10

.

შენ ამბობ: «აღარ შემიძლია»

ღმერთი ამბობს: «შეგეწევი და მხარს დაგიჭერ» ეს.41:10

.

შენ ამბობ: «სხვებზე უკეთესი ვარ» ლუკ.18:11

ღმერთი ამბობს: «თავს იტყუებ და ჭეშმარიტება არ არის შენში» 1იოან.1,8-10

ღმერთი ამბობს: «თავს ვერ გაიმართლებ სხვების განმკითხველი» რომ.2,1

.

შენ ამბობ: «ეს შეუძლებელია»

ღმერთი ამბობს: «ღმერთით ყველაფერი შესაძლებელია» ლუკ.18:27

.

შენ ამბობ: «არავის ვუყვარვარ»

ღმერთი ამბობს: «მე მიყვარხარ» იოან.3:16

.

შენ ამბობ: "მე არ შემიძლია"

ღმერთი ამბობს: ყველაფერი შეგიძლია შენს გამაძლიერებელ ქრისტეში ფლპ.4,13

.

ისე რომ, თუ დავუფიქრდებით, ჩვენ ბევრს ვცოდავთ და მოსანანიებელი გვაქვს იაკ.3,2

.

რადგან ქრისტეში შემოძარცვული უნდა გვქონდეს ძველი კაცის საქმეებთან ერთად ბაგის არასასურველი ნაყოფებიც იაკ.1,26 ეფ.4,29 კოლ.3,8.9

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 31

8. თავად უფალი წაგიძღვება, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს; ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები”.

იგავნი 3

5. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.

6. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.

იგავნი 15

4. მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.

იგავნი 18

20. კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.

21. სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.

ესაია 41

10. ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

მათე 12

37. რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.

ლუკა 18

11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.

27. მან კი უთხრა: "ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია”.

იოანე 3

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იაკობი 1

26. თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.

იაკობი 3

2. ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.

1იოანე 1

8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

10. თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

რომაელთა 2

1. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.

რომაელთა 10

10. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.

ეფესელთა 4

29. არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.

ფილიპელთა 4

13. ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.

კოლასელთა 3

8. ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.

9. ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად,

__თემაზე წერდნენ__

***

სხვაზე ძვირის თქმა მხოლოდ ორ შემთხვევაშია დასაშვები. კერძოდ, პირველი – როდესაც გსურთ რჩევა-დარიგება მიიღოთ ამ საკითხში გამოცდილი ადამიანებისაგან (ცოდვილის გამოსწორების მიზნით) და მეორე – როდესაც ცდილობთ დაიცვათ სხვა ადამიანი, აარიდოთ იგი მოსალოდნელ განსაცდელს, რომელიც, შესაძლოა, უღირს ადამიანთან ურთიერთობიდან მომდინარეობდეს. წმიდა მოციქული მოგვიწოდებს, საერთოდ არ ვიქონიოთ ურთიერთობა უღირს ადამიანებთან. მაგრამ ამ ორი შემთხვევის გარდა, ვინც ძვირს ამბობს სხვაზე, მისი მიზანია გალანძღოს იგი და ამგვარი ადამიანი ცილის მწამებელია, თუნდაც რომ მართალს ამბობდეს იგი.

__ წმ. ბასილი დიდი __

***

იმ დღეს, როდესაც ვინმეზე ცუდს იტყვი შენი თავი მკვდრად ჩათვალე უფლის წინაშე.

__ წმ. ისააკ ასური __

***

თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,

შენ წყენა გრჩება და ტკივილი . . . მაგრამ იცოდე:

უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,

ნესტარს ვტოვებ და ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს.

__ შოთა ნიშნიანიძე __