2.14.30 Свои сокровища собирать на небесах

2.14.30 დავიუნჯოთ ჩვენი საუნჯე ზეცაში

- საუნჯე ზეცაში დავაგროვოთ და არა ამქვეყნად მათ.6,19-21.23.24 საქ.2,44.45; 4,32 კოლ.3,1-4

- რათა ჩვენი გული წარმავალს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ ქრისტეს ფლპ.3,7 ებრ.11,24-26

- რათა ვილტვოდეთ იქით, სადაც მოგველის ჯილდო აქ გაკეთებული არჩევანისთვის მათ.19,27-29 მარ.10,28-30 ლუკ.18,28-30; 1კორ.2,9 ებრ.10,34

ბიბლიის მუხლები

ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

მათ. 6,19-21

შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში.

მათ. 19,21

ძნელია მდიდრისთვის ცათა სასუფეველში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.

მათ. 19,23.24

მათე 19

27. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?

28. ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.

29. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს.

მარკოზი 10

28. დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.

29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,

30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

ლუკა 18

28. და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.

29. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,

30. და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.

საქმეები 2

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.

საქმეები 4

32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

1კორინთელთა 2

9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.

ფილიპელთა 3

7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;

კოლასელთა 3

1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.

2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.

3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.

4. როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.

ებრაელთა 10

34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.

ებრაელთა 11

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

__თემაზე წერდნენ__

***

სიკეთე ქენი, ჩააგდე ზღვაში: თუ თევზმა ვერ ცნო, ღმერთია ცაში.

__ თურქული ანდაზა __

***

შეუგავს მეძიებელთა ამის საწუთოისათა, რაითა აღირჩიონ საუკუნოი იგი წარუვალი საშვებელი. და რად არა გულისხმა ჰყოფენ მსწრაფლწარმავალობასა სოფლისა ამის დიდებისასა, რამეთუ ხედვენ ადრე განქარვებასა საფასეთასა! და რომელნი-იგი შეიკრებენ, ცუდად შვრებიან, რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა სხვანი ეუფლებიან შენაკრებთა მათთა. აწ რომელიმე-მე საქმე საწუთოისაი საქებელ არს, ანუ რომელნი საფასენი ჰგიან განუხრწნელად? ხოლო რომელთა გარდაემატოს აქა სიმდიდრე, მუნ პოონ ჭირი და სიგლახაკე, და რომელთა მოიგონ აქა პატივი, მუნ პოონ შეურაცხებაი.

__ სიბრძნე ბალაჰვარისა უცნობი ავტორი __

***

სამარცხვინოა ზრუნვა ისეთ საქმეზე, რომელიც ვერაფრით შეგეწევა, როდესაც სული სხეულს დატოვებს.

__ წმ. აბბა ისაია __

***

ბრიტანეთის სამისიონერო საზოგადოების მდივანი ესტუმრა ერთ მდიდარ მორწმუნე ვაჭარს და სთხოვა დახმარება ღვთის საქმეში. მან გამოუწერა მას 250 დოლარის ჩეკი. ამ დროს მან მიიღო დეპეშა. ვაჭარი ძლიერ აღელდა და თქვა: “მაუწყებენ, რომ ერთერთი ჩემი გემი ჩაიძირა. მე უნდა გამოგიწეროთ თქვენ სხვა ჩეკი ამის მაგიერ.”

მან ახლა გამოწერა ჩეკი ათას დოლარზე 250-ის მაგიერ.

“ხომ არ შეცდით?” – უთხრა სტუმარმა.

“არას, მე შეცდომა არ დამიშვია, - უპასუხა თვალზე ცრემლმომდგარმა ვაჭარმა, - ამ დეპეშამ მაუწყა ჩემი ზეციერი მამისგან, რომ არ შევაგროვო ჩემთვის საუნჯენი დედამიწაზე, რადგან ჩემი საუნჯენი ზეცაშია”.

__ იაკობ ლევენი __