1.2.79 Бессердечность

Быт.31,7; 34,25; 37,18 Лев.6,2 Суд.16,21 1цар.1,6; 18,25; 2цар.11,15 Есф.3,8 Иов.19,14 Иер.17,9 Мар.7,21 Лук.10,31

1.2.79 უგულობა, მუხანათობა

(შეუბრალებლობა, სისასტიკე)

-

ურწმუნოებში:

- ფილისტიმელები სამსონის მიმართ მსაჯ.16,21

- შვილიერი უშვილოს მიმართ 1მფ.1,6

- საული დავითის მიმართ 1მფ.18,25

- ჰამანი ებრაელების მიმართ ესთ.3,8

- ნათესავები იობის მიმართ იობ.19,14

- უნდოა ყველა კაცის გული იერ.17,9 მარ.7,21

-

მორწმუნეებში:

- ლაბანი იაკობის მიმართ დაბ.31,7

- იაკობის ძეები დის შეურაცხყოფის გამო დაბ.34,25

- ძმები იოსების მიმრთ დაბ.37,18

- მოყვასის მოტყუება ფინანსებში ლევ.6,2

- დავითი ურიას მიმართ 2მფ.11,15

- მღვდელი დაჭრილის მიმართ ლუკ.10,31

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31

7. მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.

დაბადება 34

25. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.

დაბადება 37

18. შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.

ლევიანნი 6

2. "თუ შესცოდავს ვინმე, იმუხთლებს უფლის წინაშე და უპატიოსნოდ მოექცევა თავის მოყვასს, უარს იტყვის შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან მოსტაცებს რასმე, ან გაძარცვავს თავის მოყვასს;

მსაჯულნი 16

21. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ.

1მეფეთა 1

6. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.

1მეფეთა 18

25. თქვა საულმა: ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს.

2მეფეთა 11

15. დაწერა: "დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა გელით და მერე მიატოვეთ, რომ მოკვდეს”.

ესთერი 3

8. უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: "არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება.

იობი 19

14. უგულებელმყვეს ჩემმა ნათესავებმა და დამივიწყეს შინაურებმა;

იერემია 17

9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?

მარკოზი 7

21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

ლუკა 10

31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.

----------------------

სურათზე:

სიმონი და ლევი დინას გამო დაეცნენ ქალაქს