4.12.13 Проповедование, учение Бога сравнен дождью

Втор.З2,[2]; Иов.29,22.23

4.12.13 ღვთის მოძღვრების ქადაგება შედარებულია წვიმას

რჯ.31,[2]; 2მფ.23:4; იობ.29,22.23 ფს.71,6.7 ეს.55,10-12 ოს.6,3.4; 14,5 მიქ.5,7 ზაქ.10,1; 1კორ.3,6-8 ებრ.6,7-9

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32

2. წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.

2მეფეთა 23

4. იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.

იობი 29

22. ჩემი სიტყვის შემდეგ ხმას აღარ იღებდნენ, ღრუბელივით ისრუტავდნენ ჩემს ნათქვამს;

23. წვიმასავით მელოდნენ და როგორც ნაგვიანევ წვიმას, პირს მიშვერდნენ.

ფსალმუნი 71

6. ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე, შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ალბობს.

7. მის დღეებში გაიფურჩქნება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე იარსებებს მთვარე.

ესაია 55

10. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;

11. ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.

12. მხიარულებით გახვალთ და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი, მთანი და მაღლობნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.

ოსია 6

3. უფალს შევიმეცნებთ, ვისრაფებთ მის შემეცნებას; განთიადივითაა მისი მოსვლა; მოვა, როგორც ადრეული და საგვიანო წვიმა, დაარწყულებს მიწას.

4. რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.

ოსია 14

5. ნამივით ვიქნები ისრაელისთვის, გაიფურჩქნება შროშანივით და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

მიქა 5

7. იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ცვარი უფლისა, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; რადგან ღმერთზე იქნებიან დამოკიდებულნი და არა კაცზე.

ზაქარია 10

1. ითხოვეთ უფლისგან ნაგვიანევი წვიმა შესაფერის დროს, უფალი აელვებს და იძლევა უხვ წვიმას თითოეული მცენარისთვის ველზე.

1კორინთელთა 3

6. მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.

7. ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.

8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,

ებრაელთა 6

7. ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება - იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.

8. ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი; მისი ბოლო დაწვაა.

9. მაგრამ, გვჯერა საყვარელნო, რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ.