1.2.111 Далеко, издалека

Быт.22,4 Чис.9,10 Езд.3,13 Пс.138,2 Лук.16,23; 17,12; 22,54; 24,13 Ин.11,39 Деян.2,39 Рим.8,39 Кол.3,8 Евр.11,13

1.2.111 სიშორე, შორი, შორეული

ფიზიკური აზრით:

- შორიდან დანახვა დაბ.22,4

- მოგზაურობა რიცხ.9,10

- სიხარულის ხმები ეზრ.3,13

- ოსტრაკიზმი (საზოგადოებისგან მოკვეთა) ლუკ.17,12

- მანძილი ლუკ.24,13

- მოშორება ლოდის იოან.11,39

.

სულუერი აზრით:

- ღმერთის ხედვა ფს.138,2

- შიში, განდგომა ლუკ.22,54

- საუკუნო დაშორება ლუკ.16,23

- წარმართები (შორეულნი) საქ.2,39

- ვერაფერი ჩამოგვაშორებს უფლის სიყვარულს რომ.8,39

- არასასურველის მოშორება კოლ.3,8

- ღვთის აღთქმების ხილვა შორიდან ებრ.11,13

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.

რიცხვნი 9

10. უთხარი ისრაელიანთ: თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, მაინც აღასრულოს პასექი უფლისა.

ეზრა 3

13. და ხალხი ვეღარ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმას, რადგან ხალხი დიდი ხმით გუგუნებდა და შორს ისმოდა მათი ხმა.

ფსალმუნი 138

2. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და როდის ვდგები; შეიცნობ ჩემს ზრახვებს შორიდან.

ლუკა 16

23. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.

ლუკა 17

12. ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ,

ლუკა 22

54. და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.

ლუკა 24

13. და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.

იოანე 11

39. თქვა იესომ: "მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: "უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”.

საქმეები 2

39. რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულსაც, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.“

რომაელთა 8

39. ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3

8. ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.

ებრაელთა 11

13. რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან დაინახეს იგი, ერწმუნენ მას და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ „უცხონი და ხიზნები არიან დედამიწაზე.“