2.15.11. Содом и Гомора пример будушим нечестивцам

Быт.13,13

- сравнение с ними Вт.32,32 Ис.1,[9.10] Иер.23,14 Иез.16,46; 2Пет.2,6 Отк..11,8

2.15.11. სოდომი და გომორი მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დაიდო

დაბ.13,13

- შედარება მათთან რჯ.32,32 ეს.1,[9.10] იერ.23,14 ეზეკ.16,46; 2პეტ.2,6 გმცხ.11,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.

მეორე რჯული 32

32. რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.

ესაია 1

9. ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით! =2.15.11.

10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

იერემია 23

14. იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი.

ეზეკიელი 16

46. შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.

2პეტრე 2

6. თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,

გამოცხადება 11

8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.