4.5.21 Овцы узнают глас своего Пастиря и следуют

4.5.21 ცხვრები იცნობენ თავისი მწყემსის ხმას და მიჰყვებიან

დაბ.48,15 ფს.22,1; 27,9; 77,52.53; 78,13; 79,1 94,7.8; 99,3.4 ეს.40,11 იერ.31,10 ზაქ.13,7 მათ.26,31.32 იოან.10,1-14; 14,6-9; 17,3; 1პეტ.2,25 გმცხ.7,17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 48

15. აკურთხა იოსები და თქვა: "ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები, აბრაჰამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს ჩემი გაჩენიდან დღემდე,

ფსალმუნი 22

1. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.

ფსალმუნი 27

9. იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრებელი; იყავი მათი მწყემსი და საუკუნოდ უწინამძღვრე მათ.

ფსალმუნი 77

52. ცხვარივით გამოიყვანა თავისი ხალხი და ფარასავით წარუძღვა უდაბნოში.

53. უსაფრთხოდ უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, მათი მტრები კი ზღვამ დაფარა.

ფსალმუნი 78

13. ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.

ფსალმუნი 79

1. მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, როგორც ცხვარს. ქერუბებზე ამხედრებულო, გაბრწყინდი.

ფსალმუნი 94

7. რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,

8. ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში,

ფსალმუნი 99

3. უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და არა ჩვენ - ჩვენი თავები, მისი ხალხი ვართ და მისი სამწყსოს ცხვარი.

4. მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით - მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი,

ესაია 40

11. მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.

იერემია 31

10. ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!

ზაქარია 13

7. აღსდექ, მახვილო, ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი ახლობელი კაცის წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ აღვმართავ კრავებზე ხელს.

მათე 26

31. მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.

32. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.

იოანე 10

1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.

2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.

3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.

5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.

6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.

7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.

8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.

11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.

12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.

13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.

14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.

იოანე 14

6. უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.

8. უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”.

9. უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?

იოანე 17

3. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.

1პეტრე 2

25. რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.

გამოცხადება 7

17. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

__თემაზე წერდნენ__

***

ინდოეთში ერთ კაცს ბრალს სდებდნენ ცხვრის მოპარვაში. იგი მიიყვანეს მსაჯულთან ბრალმდებელთან ერთად. მოსამართლემ ბრძანა მოეყვანათ ცხვარი, შემდეგ კი უთხრა თითოეულს: ბრალდებულსაც და ბრალმდებელსაც – მოეხმოთ ცხვარი.

ბრალმდებელმა დიდხანს უძახა ცხვარს, მაგრამ მას თავი არ მოუბრუნებია. შემდეგ დაუძახა ცხვარს ბრალდებულმა. დაუძახა იგივე ხმით, როგორც უძახდა მას ყოველთვის და ცხვარმა მაშინვე ასწია თავი, დაიბღავლა და მისკენ გაიქცა.

მოსამართლემ გაამართლა ბრალდებული. “ჩემს ცხვარს ესმის ჩემი ხმა” – თქვა ქრისტემ.

__ იაკობ ლევენი __