3.48.16. Мы - дети Божьи

Втор.14,1 Ис.43,1,, 66,12.13 Иер.3,22 Ин.1,12,, 17,23 Иак.1,17,, 1Ин.3,2 Еф.4,6,, 6,14.15

Бог воспитатель наш (духовного израиля) Втор.1,31 Ис.1,[2.3]; 46,3.4; 63,9 Иер.2,6.7 Иез.16,7-14 Рим.9,4

** Вы сыны Господа Бога вашего; (Втор.14,1). ** Ныне же так говорит Господь, сотворивший тебя, Иаков, и устроивший тебя, Израиль: не бойся, ибо Я искупил тебя, назвал тебя по имени твоему; ты Мой. ( Ис.43,1). ** Послушайте меня, дом Иаковлев и весь остаток дома Израилева, принятые Мною от чрева, носимые Мною от утробы матерней:

4 и до старости вашей Я тот же буду, и до седины вашей Я же буду носить вас; Я создал и буду носить, поддерживать и охранять вас. (Ис. 46,3.4). ** Ибо так говорит Господь: вот, Я направляю к нему мир как реку, и богатство народов - как разливающийся поток для наслаждения вашего; на руках будут носить вас и на коленях ласкать.

13 Как утешает кого-либо мать его, так утешу Я вас, и вы будете утешены в Иерусалиме. (Ис. 66,12.13). ** Возвратитесь, мятежные дети: Я исцелю вашу непокорность. - Вот, мы идем к Тебе, ибо Ты - Господь Бог наш. (Иер.3,22). ** А тем, которые приняли Его, верующим во имя Его, дал власть быть чадами Божиими ( Ин.1,12 ). ** Я в них, и Ты во Мне; да будут совершены воедино, и да познает мир, что Ты послал Меня и возлюбил их, как возлюбил Меня. (Ин,17,23). ** Всякое даяние доброе и всякий дар совершенный нисходит свыше, от Отца светов, у Которого нет изменения и ни тени перемены. (Иак.1,17). ** Возлюбленные! мы теперь дети Божии; но еще не открылось, что будем. Знаем только, что, когда откроется, будем подобны Ему, потому что увидим Его, как Он есть. (1Ин.3,2). ** один Бог и Отец всех, Который над всеми, и через всех, и во всех нас. (Еф.4,6). 

3.48.16. მორწმუნე ღვთის შვილად იწოდება

რჯ.14,1 ეს.43,1,, 66,12.13 იერ.3,22 ინ.1,12,, 17,23 იაკ.1,17,, 1ინ.3,2 გალ.3,26 ეფ.4,6

- ღმერთი აღმზრდელია ჩვენი (სლიერი ისრაელისა) რჯ.1,31 ეს.1,[2.3]; 46,3.4; 63,9 ეზეკ.16,7-14 რომ.9,4

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 1

31. ან უდაბნოში, სადაც, როგორც შენ ხედავდი, გატარებდა უფალი, შენი ღმერთი, როგორც თავის შვილს ატარებს კაცი, მთელს თქვენს სავალ გზაზე, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით.

მეორე რჯული 14

1. უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,

ესაია 1

2. ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.

3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.

ესაია 43

1. ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.

ესაია 46

3. მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:

4. შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.

ესაია 63

9. ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

ესაია 66

12. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები.

13. როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.

იერემია 3

22. მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.

ეზეკიელი 16

7. მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.

8. ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.

9. წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.

10. მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.

11. სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.

12. ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.

13. ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.

14. გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.

იოანე 1

12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;

იოანე 17

23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

იაკობი 1

17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.

1იოანე 3

2. საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის.

რომაელთა 9

4. რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც.

გალატელთა 3

26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.

ეფესელთა 4

6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.

__თემაზე წერდნენ__

***

დიდება უფლის სახიერებას, წყალობასა და სიყვარულს, რამეთუ ესოდენი პატივისა და დიდების ღირსნი გაგვხადა, რომ ვიწოდებოდეთ და ვიყვნეთ ძეებად მამისა ჩვენისა ზეცათაისა და ძმებად ქრისტესი. ამინ.

__ წმ. მაკარი დიდი __

***

აუცილებლობით და იძულებით კი არა, ჩვენი თავისუფალი ნებიდან მომდინარე გადაწყვეტილებებით მოვიპოვებთ ღმერთის შვილობას, ღმერთის ძეობას – არა რწმენით აღვსებამდე, არამედ ჩვენი რწმენისა და თავისუფალი ნებელობის შედეგად.

__ წმ. კირილე იერუსალიმელი __

***

ქმნილებასთან მიმართებაში სიტყვა ღმერთი წმიდა წერილში იმიტომაც იწოდება პირველშობილად, რომ სიტყვა, რომელიც დასაბამიდან ჰქმნიდა ყოველივე არსებულს, თავის დამდაბლებით გარდამოხდა ქმნილებასთან, მათ შესძლებოდათ არსებობად მოსვლა . . . და კიდევ იმიტომაც იწოდება ასე, რომ თავისი თვითდამდაბლებითა და ქმნილებასთან მისვლით ღვთის შვილებად შეექნა ყველა ადამიანი.

__ წმ. ათანასე ალექსანდრიელი __