4.19.36 Дары от Бога

4.19.36 მოცემულია ღმერთისგან

მატერიალური:

- წვიმა მათ.5,45

- საზრდო მათ.6,25.26

- ჯანმრთელობა ფლპ.2,26.27

- ძილი იგავ.3,24

- სიმშვიდე რჯ.12,10

- ყოველივე 1ტიმ.6,17

- იხსენებს ყოველგვარ საჭიროებას ფლპ.4,19

.

სულიერი:

- ქრისტე იოან.3,16

- სული წმიდა ლუკ.11,13

- მადლი იაკ.4,6

- მონანიება საქ.11,18

- რწმენა ეფ.2,8

- ახალი გული ეზეკ.11,19

- მშვიდობა ფლპ.4,7

- სიმშვიდე ებრ.4,1.9

- დიდება 1პეტ.5,10

- საუკუნო სიცოცხლე იოან.10,28

- ნიჭები იაკ.1,17; 1კორ.12,28

- მსახურების ნიჭები რომ.12,6-8

- სული წმიდის ნიჭები 1კორ.12,4-30

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 12

10. მაგრამ, როცა გადახვალთ იორდანეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელსაც გიმკვიდრებთ უფალი, თქვენი ღმერთი; და დაგასვენებთ მტერთაგან, რომლებიც თქვენს ირგვლივაა და იცხოვრებთ უშიშრად.

იგავნი 3

24. როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.

ეზეკიელი 11

19. მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ.

მათე 5

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

მათე 6

25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?

26. შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?

ლუკა 11

13. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.

იოანე 3

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იოანე 10

28. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.

საქმეები 11

18. ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ - აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

იაკობი 1

17. ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა.

იაკობი 4

6. თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: "ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”.

1პეტრე 5

10. ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ.

რომაელთა 12

6. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა - რწმენის მიხედვით,

7. თუ მსახურებაა - მსახურებაში, თუ მოძღვარია - დამოძღვრაში,

8. თუ გამამხნევებელია - გამხნევებაში, გამნაწილებელია - უბრალოებაში, წინამდგომია - სიბეჯითეში და მწყალობელია - მხიარულებაში.

1კორინთელთა 12

7. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ.

8. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით.

9. ზოგს რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნებათა ნიჭი იმავე სულით.

10. ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.

11. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს.

28. დააყენა ღმერთმა ეკლესიაში პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, მერე კურნებათა ნიჭები, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები.

ეფესელთა 2

8. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.

ფილიპელთა 2

26. რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.

27. ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.

ფილიპელთა 4

7. და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

19. ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

1ტიმოთე 6

17. მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

ებრაელთა 4

1. ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

9. ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის.