3.47.1. В нашей жизни путь к древу жизни закрыт

Быт.2,9,, 3,[22].24; 5,5.8.11.14.17.20.27.31; 6,3; 25,7 Втор.31,2 Иов.7,12.20 Пс.89,10 Матф.1,21 Ин.6,5.6.57.58 Отк.2,7,, 22,2

3.47.1. სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაკეტილია ჩვენს სიცოცხლეში

- ედემის ბაღში ორი ხე იდგა დაბ.2,9

- ღმერთმა ადამის და ევას შეცოდების შემდეგ სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაკეტა დაბ.3,[22].24 იობ.7,12.20

- ადამიანი გახდა მოკვდავი და განუწესდა სიცოცხლის ზღვარი დაბ.5,5.8.11.14.17.20.27.31; 6,3; 25,7 რჯლ.31,2 ფს.89,10 საქ.17,26

- იესო ქრისტე გვიხსნის ცოდვებისგან, რათა სიცოცხლეში შევიდეთ მათ.1,21

- იგი არის პური სიცოცხლისა, რომლის მისაღებად საჭიროა გამოვიცადოთ ინ.6,5.6.57.58

- უფალი მძლეველს აგემებინებს სიცოცხლის ხისგან ღვთის სამოთხეში გმცხ.2,7; 22,2

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 2

9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

დაბადება 3

22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.

24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ. 

დაბადება 5

5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.

დაბადება 6

3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.

 

დაბადება 25

7. და იცოცხლა აბრაამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.

მეორე რჯული 31

2. უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.

იობი 7

12. განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?

20. თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის? 

ფსალმუნი 89

10. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.

მათე 1

21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 

იოანე 6

5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?

6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა.

57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.

58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.

გამოცხადება 2

7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.

გამოცხადება 22

2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.