4.19.27 Предложение пищи

4.19.27 საკვების შეთავაზება

დაბ.18,[5]-8; 24,33; 33,10; 43,25 მსაჯ.6,18.18; 13,15.16; 19,5-8 იგავ.23,6-8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

5. გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.

6. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.

7. ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.

8. აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.

დაბადება 24

33. და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”

დაბადება 33

10. უთხრა იაკობმა: "არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი.

დაბადება 43

25. და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.

მსაჯულნი 6

18. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.

19. წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.

მსაჯულნი 13

15. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: "დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.

16. უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: "რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

მსაჯულნი 19

5. ადგნენ მეოთხე დღეს დილაადრიანად და წასასვლელად მოემზადა კაცი. უთხრა ყმაწვილქალის მამამ თავის სიძეს: "ჯერ გული გაიმაგრე ლუკმა პურით და მერე წადი”.

6. დასხდნენ ერთად, ჭამეს და სვეს; და უთხრა ყმაწვილქალის მამამ იმ კაცს: "გთხოვ, დარჩი ეს ღამეც და გაიმხიარულე გული”.

7. წამოიმართა კაცი წასასვლელად, მაგრამ შეეხვეწა სიმამრი და ის ღამეც იქ გაათია.

8. მეხუთე დღეს დილაადრიანად ადგა კაცი და წასასვლელად მოემზადა. უთხრა ყმაწვილქალის მამამ: "ჯერ გული გაიმაგრე და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრება”. და ჭამა ორივემ.

იგავნი 23

6. ძუნწი კაცის პურს ნუ შეჭამ და მის ნუგბარს ნუ ისურვებ,

7. რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი: ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება.

8. ნაჭამ ლუკმას ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ თავაზიან სიტყვებს.