1.9.32 Зная и не согласиться с духовной слепотой

Матф.21,32; 28,17 Мар.16,11-14

1.9.32 ეჭვით ცოდნა და დაუთანხმებლობა სულიერი სიბრმავით

მათ.21,32; 28,17 მარ.16,11-14

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 21

32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი.

 

მათე 28

17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.

 

მარკოზი 16

11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.

12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.

13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.

14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.

 

__თემაზე წერდნენ__

***

უმეცრებაი სამ სახე არს. პირველი არცა სმენა, და არცა სწავლა; მეორე იჭვით ცოდნა და არა მართლად და სხვის გამოკითხვამდე; მესამე არცა მართლად ცოდნა და არცა სხვის კითხვა, რათა არა დაუშალოს და ვერღარა ქმნას. დიდი გარჩევა ჰხამს.

__ სულხან-საბა __

 

***

ვიცით მოძღვრება მოსესი, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და თვით ქრისტესი. თუ ჩვენ მათ არ ვეთანხმებით, მაშინ ისევე უღირსად ვიქცევით, როგორც ებრაელები.

__ ნიუტონი __

 

***

რაოდენ უკეთურია ის, ვინც იცის ჭეშმარიტება, მაგრამ მხოლოდ მანამდე იცავს მას, სანამ ეს მისთვის ხელსაყრელია; ხოლო როგორც კი ჭეშმარიტება მისი ანგარების ფარგლებს გასცდება, დაუყოვნებლივ ზურგს აქცევს და ურცხვად უკუიქცევა მისგან.

__ ბლეზ პასკალი __

 

***

რა დიდი ზღვარი ძევს ღმრთის შემეცნებასა და ღმრთისმოყვარეობას შორის.

__ ბლეზ პასკალი __