3.23.1. Уповааем не на праведность нашу, но на Твое милосердие

3.23.1. ჩვენი სიმართლის იმედით კი არა, ღვთის მოწყალების იმედით ვითხოვთ

ფს.85,4.5 იერ.14,7 გოდ.3,21.22 ბარუქ.2,19 დან.9,[18]

- იმ აღთქმის საფუძველზე, რომელიც გვაქვს ღმერთისგან ფს.51,8; 1კორ.1,4 ებრ.8,12

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 51

8. ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 85

4. ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.

5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.

იერემია 14

7. თუმცა ჩვენი უკეთურებანი გვამხილებენ, უფალო, შენი სახელის გულისთვის მაინც ჰყავი წყალობა! უზომოა ჩვენი განდგომილება, შევცოდეთ შენს წინაშე.

გოდება 3

21. ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;

22. არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;

ბარუქი 2

19. არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო,

დანიელი 9

18. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.

1კორინთელთა 1

4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.

ებრაელთა 8

12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.