4.19.15 Милосердие с верой

Плод же духа: любовь, радость, мир, долготерпение,

благость милосердие, вера.

( Галатам 5:22).

,

Тот, кто мало любит,

мало и дает.

Возлюбивший более --

больше дает. А тот, кто

любит очень сильно, что

может достойное

отдать? Отдает самого

себя." (Старец Порфирий

(Баирактарис)

4.19.15 სულგრძელობა რწმენით

- სულგრძელობა სულის ნაყოფია გალ.5,22

- სულგრძელი დავას აცხრობს იგავ.15,18

- ახასიათებს მომთმენობა, შემწყნარებლობა, პატიება იაკ.1,4 კოლ.1,11; 3,13

სულგრძელობით

- მოყვასის გამო სათხოვარი უფლისადმი დაბ.18,32

- ბოროტისადმი შეუწინააღმდეგლობა მათ.5,38-41

- ღვთის მსახურად თავის გამოვლენა 2კორ.6,6

- შეგონება და სწავლება სულგრძელობით 2ტიმ.4,2

- მოსმენაში სულგრძელობის გამოჩენა საქ.26,3 ებრ.6,15

- უფლის მოსვლის სულგრძელი მოლოდინი იაკ.5,7.8

- სიყვარული სულგრძელია 1კორ.13,4 ეფ.4,2

- შეცოდების გამო დასჯილის მიმართ გამოვლენილი 2კორ.2,6-10

- სულგრძელობის მაგალითებისადმი მიბაძვა იაკ.5,10; 1ტიმ.1,16 ებრ.6,12.15

- სულგრძელებით შემოსვა კოლ.3,12

- ღმერთმა დააჯილდოვა აბრაამი რწმენით გამოჩენილი სულგრძელობისთვის მოყვასის მიმართ, როდესაც მიენდო ღმერთს მატერიალურის არჩევანში დაბ.13,8.9.14

- სულგრძელობით შეწყალებულის უმოწყალობის მაგალითი აღმაშფოთებელია, რაც შესაძლებელია უნებლიედაც გამოვავლინოთ ჩვენ თვითონ. დავუფიქრდეთ მათ.18,26-30

- ამიტომ, სულგრძელნი ვიყოთ ყველას მიმართ 1თეს.5,14

ბიბლიის მუხლები

დაბადებს 13

8 . და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.

9 . განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.

14 . და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.

დაბადება 18

32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.

იგავნი 15

18. ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.

მათე 5

38. გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.

39. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

40. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.

41. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.

მათე 18

26. მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.

27. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

28. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.

29. პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.

30. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.

საქმეები 26

3. მით უმეტეს, რომ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს იცნობ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო.

იაკობი 1

4. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

იაკობი 5

7. ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას.

8. თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.

10. ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.

1კორინთელთა 13

4. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,

2კორინთელთა 2

6. ასეთისათვის ამგვარი სასჯელიც საკმარისია უმრავლესობისაგან.

7. ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.

8. ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.

9. ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.

10. ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.

2კორინთელთა 6

6. სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,

გალატელთა 5

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

ეფესელთა 4

2. მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,

კოლასელთა 1

11. მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

კოლასელთა 3

12. ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.

13. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

1თესალონიკელთა 5

14. და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

1ტიმოთე 1

16. სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.

2ტიმოთე 4

2. რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით

ებრაელთა 6

12. რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.

15. და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა.