4.19.31 Госпожа

4.19.31 ქალბატონი

ქალბატონი, როგორც ზემდგომი სოციალურად; სახლის დიასახლისი:

- მის ქვემდგომს მართებს მორჩილება დაბ.16,9

- რჩევის მიცემა ქალბატონისადმი 4მფ.5,3

- მსახური შეჰყურებს ხელში ფს.122,2

- მხევალი თავისი ქალბატონის ადგილს იმკვიდრებს იგავ.30,23

- უბედურების ჟამს განსხვავება არ ექნება მის მსახურსა და მას შორის ეს.24,2

.

- სიმბოლურად ბაბილონის შესახებ ეს.47,5-7

.

- მიმართვა ხანდაზმული ქალისადმი 2იოან.1,1.5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

9. უთხრა უფლის ანგელოზმა: "დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე”.

4მეფეთა 5

3. უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.

ფსალმუნი 122

2. აჰა, როგორც მსახური შეჰყურებს თავის ბატონს ხელში, როგორც მხევალი შეჰყურებს თავის ქალბატონს ხელში, ჩვენც ასევე შევყურებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვიდრე შეგვიწყალებდეს.

იგავნი 30

23. კახპა ქალს, როცა გათხოვდება და მხევალს, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იმკვიდრებს.

ესაია 24

2. ერთი ბედი ელის ერსა და ბერს, მონასა და მის ბატონს, მხევალსა და მის ქალბატონს, მყიდველსა და გამყიდველს, გამსესხებელსა და მსესხებელს, მევახშესა და მოვალეს.

ესაია 47

7. ამბობდი: მუდამ ქალბატონი ვიქნებიო! გულთან არ მიიტანე და შედეგი არ გაიხსენე.

2იოანე 1

1. უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვნია;

5. ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, ისე არა, თითქოს ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც დასაბამიდან გვაქვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.