3.49.40 Не допускает к себе искусителя знание Божьего слова

3.49.40 მაცდურის აზრს ღვთის სიტყვა დაუპირისპირე და მოგშორდება

ფს.118,11 მათ. 4,2-7; 16,23 ლუკ.4,3-13 იოან.5,30 ეფ.6,17

ბიბლიის მუხლები

11. გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.

ფს.118,11

ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა. ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: თუ შენ ძე ღვთისა ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. ხოლო მან მიუგო პასუხად: დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.

თუ ძე ღვთისა ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოკრა. იესომ უთხრა მას: ასევე დაწერილია, არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.

მათ. 4,2-7

ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.

მათ.16,23

3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.

5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.

6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.

7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.

8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.

9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,

10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,

11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.

ლუკ.4,3-13

30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

იოან.5,30

აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ეფ.6,17

__თემაზე წერდნენ__

***

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

მათეს სახარების 16,23-ში იესო მოციქულ პეტრესთან ლაპარაკში სატანას მიმართავდა: “მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია.”

არსებობს ორი სხვადასხვა ბუნების აზრი. ეს არის ღმერთისაგან მოსული და ადამიანისაგან მოსული აზრები. “ზევიდან და ქვევიდან,” როგორც ნათქვამია ესაიას 55,8-9-ში. სატანა ფიქრობს ისევე, როგორც ადამიანი. საქმე იმაშია, რომ მას საერთოდ არ შეუძლია ჩასწვდეს ღმერთის აზროვნებას. საოცარია პირდაპირ, არა და გავიხსენოთ, რომ ის თავდაპირველად ლუციფერი, ღვთის ტახტთან მყოფი ანგელოზი იყო. მაგრამ იესომ განგმირა ძველი გველის თავი და ვფიქრობ, გარკვეული ზიანი მიაყენა ეშმაკის ტვინს. ოდესღაც სიბრძნით სავსე, დაცემის შემდეგ მან ორიენტაცია დაკარგა და დღეს ის, ჰაერში გაბატონებული ბოროტი ძალების მთავარი, სასოწარკვეთილებაში არის ჩავარდნილი იმის გამო, რასაც ღმერთი აკეთებს, განსაკუთრებით კი იმით, რაც უფალმა ჯვარზე მოიმოქმედა. ეს მისი შეცბუნება მისი დაცემის შედეგია. სატანა ისევე ფიქრობს როგორც ადამიანები, რომელთაც ჯვარი უგუნურებად მიაჩნიათ და ვერ წვდებიან ღმერთის ჭეშმარიტებას. როგორც მოციქული პავლე წერს: თავდაპირველად ისიც ვერ “ხედავდა” ამას. სასტიკი რისხვა და სიძულვილი მორწმუნეთა მიმართ ღრღნიდა მის გულს (საქ. 9,1).

თუ ჩვენ დავაპირებთ ეშმაკთან ადამიანურ აზროვნების დონეზე ბრძოლას, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ადამიანივით ფიქრობს. მას ადამიანური გამჭრიახობის ყოველი ხრიკი აქვს შესწავლილი. თუ ჩვენ ადამიანური გზით ვგეგმავთ რაიმეს, სატანას არ გაუჭირდება ჩვენი საქმეების ჩაშლა. ის წარმატებით ებრძვის ჩვენს ფსიქოლოგიას, თუ ვიმოქმედებთ რწმენით, მაშინ მტერი თვითონ რჩება შეცბუნებული და ტოვებს ბრძოლის ველს. მას არ ესმის წმიდა სულის ანბანი და იგი გარბის, როდესაც ჩვენ ნებას ვრთავთ ღმერთს ჩვენს მაგიერ იმოქმედოს მის წინააღმდეგ.

__ რ. ბონკე __

***

შეცდომა მაშინ იქცევა შეცდომად, როცა ჭეშმარიტებასავით ჩნდება.

__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***

დროდადრო ყოველ ჩვენგანს ებადება გარყვნილი აზრები, მაგრამ ცოდვად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ მათ ლოლიალობას, იმის მაგიერ, რომ ზურგი ვაქციოთ და შევბრუნდეთ ღვთის სიტყვისკენ.

__ ბობ იანდიანი __

***

ეშმაკები მომერიდონ, გაიგონ რომ ღმერთისა ვარ!

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

ბევრ ბიბლიურ გმირს ეწვია საცდური და იქნა გამოცდილი, მაგრამ არცერთ მათგანზე არსად არ არის ნათქვამი, რომ გამოცდას გაურბოდნენ და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენო. სჯობს ქალს შეხედო და ცდუნდე, მაგრამ გაიმარჯვო ცდუნებაზე. ასკეტურად მცხოვრებნი გაურბიან განსაცდელებს, როცა რომ ღმერთს უნდა, რომ გამოიცადნენ და გამტკიცდნენ. განსაცდელი არ არის ცოდვა. საცდურში ყოფნის დრო არ არის ცოდვა, თუ არ სჩადიხარ ცოდვას. უნდა გიხაროდეს გამოცდა და არ უნდა გაექცე. რაც ისწავლე, უნდა გამოიცადოს, რომ შემდეგ კლასში გადახვიდე. განსაცდელები ღმერთის სიკეთეს გვიჩვენებს. მამა შვილს წვრთნის, რათა გამოადგეს.

__ გ. ჯვარშეიშვილი __

----------------------

რეპინის ნახატი