3.49.42 Христовые распяли плоть со страстями и похотями

3.49.42 ჯვარს ვაცვათ ხორცის ვნებები და გულისთქმები, ვინც ვართ ქრისტესნი

ფს.118,120 იგავ.11,6 მათ.16,24; 1პეტ.2,11 რომ.1,26; 6,6; 7,5; 8,13; 13,14 გალ.5,16.[24]; 6,14 კოლ.3,5

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 118

120. შენი შიშით თრთის ჩემი სხეული და მეშინია შენი განკითხვისა.

იგავნი 11

6. წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.

მათე 16

24. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

1პეტრე 2

11. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.

რომაელთა 1

26. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.

რომაელთა 6

6. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.

რომაელთა 7

5. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.

რომაელთა 8

13. ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

რომაელთა 13

14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

გალატელთა 5

16. აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

24. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

გალატელთა 6

14. მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი - წუთისოფლისთვის.

კოლასელთა 3

5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

__თემაზე წერდნენ__

***

ვნებათა უარყოფას სიმშვიდე მოაქვს.

__ ლაო-ძი __

***

უკეთურებაა ხორცით ნეტარება. სულიერება ვნებათა დამორჩილება.

__ ლაო-ძი __

***

ყოვლადბრძენი იურვებს ვნებებს და არად მიიჩნევს იშვიათ ნივთებს.

__ ლაო-ძი __

***

ვნებებით შეპყრობილი გონებისთვის შეუძლებელია ღმერთთან მიახლოება და შეერთება. ამიტომ სანამ იგი ვნებებსაა დაქვემდებარებული, ღმერთის წყალობასაც ვერაფრით ვერ ეღირსება და, თუნდაც დღემუდამ ლოცულობდეს, ხოლო თუ შესძლებს და განიშორებს ვნებით აღსავსე ფიქრებსა და სურვილებს გულშემუსვრილი დაიწყებს ტირილსა და სინანულს, რომელშიც თავის დასამდაბლებლად დიდხანს დაჰყოფს, ბოლოს მაინც მიაღწევს იმას, რომ ღმერთისაკენ მიაქციოს საკუთარი სულის ნებელობითი ძალა.

__ წმ. გრიგოლ პალამა __

***

ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი, რამეთუ “რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაც დამონებულ არნ”. . .

შემოქმედისაგან შექმნულთა მიმართ ცვალებაი თაყვანისცემისაი სრულვყავ რაჟამს თითოეულისა ვნებისა კერპსა ვმსახურე. ამისთვის ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაი, რაითა კაცებს უწყოდნის ვნებანი ჩვენნი და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან . . . ახალი ბუნებითურთ და სჯულისა შენისა მოწამე, სჯული გონებისაი, ცოდვისა და ხორცთა სჯულსა დავამონე. თითოეულთა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე მრავალგვარსა და მრავალხატსა . . .

მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისა შენისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა . . .

სჯულისმდებელი ჩემი ჰბრძანებდი და გულისთქუმითა მიმხედველობასა განსრულებულად მრუშებად დასდებდი. დღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ.

__ დავით აღმაშენებელი __

***

კაცს მხოლოდ ერთი მკვლელობა ეპატიება ცხოვრებაში, - მოჰკლას საკუთარი გრძნობათა ღელვა.

__ მ.ბ. __