1.9.67 Хет, хеттеи, хетты

1.9.67 ხეთი და ხეთელები

ხეთი იყო

- ქანაანის ძე დაბ.10,15

.

ხეთელები

- ქანაანის 7 ხალხიდან ერთერთი რჯ.7,1

- პალესტინის ძირძველი მკვიდრნი ეზეკ.16,3.45

- მართავდნენ მეფეები 3მფ.10,29

- მათი მიწები აღთქმულია ისრაელიანებისთვის დაბ.15,20

- აბრაამმა იყიდა მათგან მინდორი დაბ.23,3-20; 25,10

- ესავი დაქორწინდა ხეთელ ქალებზე დაბ.27,46; 36,2

- არასრული განადგურება მსაჯ.3,5

- სოლომონს ჰყავდა ხეთელი ქალები 3მფ.11,1

- ისრაელის მეფე ქირაობდა მის სამხედრო ძალას 4მფ.7,6

- ისრაელიანები იყვნენ მათთან აღრეულნი ეზრ.9,1

.

ცნობილი ხეთელები:

- ყეფრონი დაბ.49,30

- ახიმელექი 1მფ.26,5

- ურია 2მფ.11,6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

დაბადება 15

20. ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,

დაბადება 23

3. წამოდგა აბრაამი თავის მკვდრისაგან და უთხრა ხეთელებს:

დაბადება 25

10. მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.

დაბადება 27

46. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?

დაბადება 36

2. ესავმა ქანაანის ასულთაგან შეირთო ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხიველი ციბეყონის შვილიშვილი;

დაბადება 49

30. მღვიმეში, რომელიც მახფელას ველზეა, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში; მინდორზე, რომელიც აბრაჰამმა იყიდა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.

მეორე რჯული 7

1. როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,

მსაჯულნი 3

5. და დამკვიდრდნენ ისრაელის ძენი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის.

1მეფეთა 26

5. ჰკითხა დავითმა ახიმელექ ხეთელს და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას: "ვინ ჩამომყვება საულთან ბანაკში?” უთხრა აბიშაიმ: "მე ჩამოგყვები”.

2მეფეთა 11

6. შეუთვალა იოაბს დავითმა: "გამომიგზავნე ურია ხეთელი”. იოაბმაც გამოუგზავნა.

3მეფეთა 10

29. ვერცხლის ექვსასი შეკელი ჯდებოდა ეგვიპტეში ეტლის შეძენა და გატანა, ას ორმოცდაათი კი - ცხენისა; ასევე ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებს.

3მეფეთა 11

1. ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.

4მეფეთა 7

6. უფალმა ჩაასმინა არამელთა ლაშქარს ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდი ლაშქრის ყიჟინა. ერთმანეთისთვის უთქვამთ: ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები დაიქირავა ჩვენს წინააღმდეგ ისრაელის მეფემ და თავს დაგვესხნენო.

ეზრა 9

1. ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,

ეზეკიელი 16

3. უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: წარმოშობა და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი - ამორელია და დედაშენი - ხეთელი.