1.2.117 Князь - предводитель войска, правитель области

Быт.9,18; 23,6; 25,16; 36,43 Исх.16,22 Чис.1,16 Суд.5,15 Пс.46,9 Дан.6,6 Мих.3,1 Отк.1,5

1.2.117 მიწიერი მთავარნი

- ნოეს ძეები დაბ.9,18

- იწოდა ღმერთის მთავრად აბრაამი დაბ.23,6

- ისმაელიანთა მამამთავრები დაბ.25,16

- ედომელთა თავკაცები დაბ.36,43

- თემის თავკაცები გამ.16,22

- ტომის წინამძღოლები რიცხ.1,16

- შტოთა მთავრები მსაჯ.5,15 მიქ.3,1

- ხალხთა წარჩინებულნი ფს.46,10

- სხვადასხვა ადგილის მმართველები დან.6,2-7

.

- მიწიერ მეფეთა მთავარია იესო ქრისტე გმცხ.1,5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9

18. ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.

დაბადება 23

6. "მოგვისმინე, ჩვენო ბატონო, ღვთის მთავარი ხარ ჩვენ შორის! დაკრძალე შენი მიცვალებული ჩვენს საუკეთესო სამარხში; ჩვენგან არავინ დაგიკავებს სამარხს შენი მიცვალებულის დასაკრძალავად”.

დაბადება 25

16. ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.

დაბადება 36

43. თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.

გამოსვლა 16

22. მეექვსე დღეს ორჯერ მეტი შეაგროვეს პური, ორი გომერი თითო სულზე, მივიდნენ მოსესთან საზოგადოების თავკაცები და შეატყობინეს.

რიცხვნი 1

16. ესენი იყვნენ გაწვეულნი მთელი ისრაელიდან, მთავარნი თავიანთი მამების ტომებისა, ათასეულთა მეთაურები.

მსაჯულნი 5

15. ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.

ფსალმუნი 46

9. აბრაჰამის ღმერთის ერთან ერთად შეიკრიბნენ ხალხთა წარჩინებულნი, რადგან ღმერთს ეკუთვნის ფარნი ქვეყნისანი; ფრიად ამაღლებულია იგი.

დანიელი 6

6. შეიკრიბნენ მთავარნი და სატრაპნი მეფესთან და უთხრეს: "მეფე დარიოს, იცოცხლე საუკუნოდ!

მიქა 3

1. ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?

გამოცხადება 1

5. და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;