1.2.67 Безумие веры мудрее всей мудрости человеков

1Кор.1,19-20

1.2.67 რწმენის სიშლეგე ადამიანთა მთელ სიბრძნეზე უფრო ბრძნულია

1კორინთელთა 1

19. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.

20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?

21. და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.

__თემაზე წერდნენ__

***

უდიდესი სრულქმნილი არასრულქმნილს ჰგავს:

მაგრამ მისი მოქმედება დაუსრულებადია.

უდიდესი სისავსე სიცარიელეს ჰგავს:

მაგრამ მისი მოქმედება ამოულეველია.

უდიდესი მრუდი - წრფეს ჰგავს.

უდიდესი სიბრძნე - სიბრიყვეს ჰგავს.

__ლაო-ძი__

 

***

ჩვენ არ ვიცით არც ღმერთის არსებობა, არც მისი ბუნება, ვინაიდან ის არც განფენილია და არ საზღვრით შემოწერილი.

მხოლოდ რწმენა გვიმჟღავნებს მის არსებობას, მხოლოდ მადლი გვიჩვენებს მის ბუნებას...

უკეთუ არსებობს ღმერთი, ის მთლიანად გონებამიუწვდომელია, რადგან, როგორც დაუნაწევრებელი და დაუსაზღვრელი, ყოველმხრივ განსხვავდება ჩვენგან. მაშასადამე, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ მისი ბუნება, არ შეგვიძლია ვიცოდეთ, არსებობს თუ არა იგი. მაგრამ თუ ასეა, ვინ გაბედავს მისი არსებობის დამტკიცებას, ან უარყოფას? ყოველ; შემთხვევაში ეს ჩვენს ძალას აღემატება. სად ჩვენ და სად ის?

მაშ, ვინ დაჰგმობს ქრისტიანებს იმის გულისთვის, რომ აე შეუძლიათ თავიანთი რწმენის დასაბუთება? ქრისტიანებს, რომლებსაც სწამთ ის, რაც დასაბუთებას არ ექვემდებარება? ქრისტიანებს, რომლებიც საქვეყნოდ აცხადებენ, რომ ეს სისულელეა [1კორ. 1,20.21].

და ამის შემდეგ თქვენ მაინც დრტვინავთ იმის გამო, რომ ქრისტიანები თავიანთ მრწამს არ ასაბუთებენ? დასაბუთება რომ ეცადათ, საკუთარ თავს უღალატებდნენ: მათ საბუთი არა აქვთ, მაგრამ აქვთ რელიგიური განცდა.

__ბლეზ პასკალი__

 

***

დასაბამიერი ცოდვა სიშლეგეა ადამიანთა თავში, მაგრამ მას სწორედ სიშლეგედ ასაღებენ. მაშ, ნუ მისაყვედურებ, რატომ გონივრულად არ ასაბუთებ ამ მოძღვრებასო; მე ვთვლი, რომ ის არავითარ გონივრულ დასაბუთებას არ ექვემდეაბრება. მაგრამ ეს სიშლეგე ადამიანთა მთელ სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, sapientius est homonidus. რადგან ამის გარეშე რა იქნებოდა ადამიანი? მისი არსებობა მთლიანად ამ გონებამიუწვდომელ საიდუმლოზეა დამოკიდებულია და როგორ შეიმეცნებს მას მხოლოდ გონებით, თუკი ის გონებაზე მაღლა დგას და თუკლი გონება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ძალისხმევით მიაკვლიოს მის ახსნას, უსასრულოდ შორდება ამ საიდუმლოს, შორდება ყოველთვის, როცა ცდილობენ წვდომის საგნად დაუსახონ იგი.

__ბლეზ პასკალი__

 

***

ჭეშმარიტი სიბრძნე ამსოფლიურ ბრწყინვალებასაა მოკლებული, უჩინარია და მდუმარე თავისი უბრალოების გამო, გაუხედნავი ჭკუა-გონებისთვის - უბადრუკიც.

__შოთა ორველაშვილი__