2.11.26. О книгах пророков

Деян. 7,42; 13,15; 24,14; 26,22.27; 28,23; 2Пет. 1,19 Рим. 16,26

- пророческие книги, которые не сохранились 1Пар. 29,[29]; 2Пар. 9,29; 12,15; 13,22; 15,8

- пророк послал письмо пророкам Иер. 29,1

- благовестие Божие (Евангелие) прежде обещано в пророческих писаниях Рим. 1,2

2.11.26. წინასწარმეტყველთა წიგნების შესახებ

საქ.7,42; 13,15; 24,14; 26,22.27; 28,23; 2პეტ.1,19 რომ.16,26

- წინასწარმეტყველთა წიგნები, რომლებიც არ შემოინახა 1ნეშ.29,[29]; 2ნეშ.9,29; 12,15; 13,22; 15,8

- წინასწარმეტყველი უგზავნის სიტყვას წინასწარმეტყველებს იერ.29,1

- სახარება წინასწარ აღგვეთქვა წინასწარმეტყველთა წერილებში რომ.1,2

ბიბლიის მუხლები

1ნეშტთა 29

29. დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მისნის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მისნის სიტყვებშია აღწერილი, =2.11.26.

2ნეშტთა 9

29. სოლომონის დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მისნის ხილვაში, იერობოამ ნაბატის ძეს რომ შეეხება.

2ნეშტთა 12

15. რობოამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.

2ნეშტთა 13

22. აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.

2ნეშტთა 15

8. როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.

იერემია 29

1. ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერუსალიმიდან გაუგზავნა იერემია წინასწარმეტყველმა გადასახლებაში მყოფი უხუცესების დანარჩომს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში.

საქმე მოციქულთა 7

42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?

საქმე მოციქულთა 13

15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.

საქმე მოციქულთა 24

14. იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ.

საქმე მოციქულთა 26

22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო;

27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს.

საქმე მოციქულთა 28

23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.

2პეტრე 1

19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.

რომაელთა 1

2. სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში,

რომაელთა 16

26. ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, -