1.7.16 Внутренности

Быт.15,4; 25,23; 43,30 Чис.5,22; 2цар.7,12; 20,10; 2Пар.21,15-19 Иов.30,27 Пс.21,14.15 Пр.11,20 Иер.31,20 Плач.1,20 Деян.1,18; 1Пет.3,3.4 Еф.3,16.17

1.7.16 შინაგანი, შიგნეული

სიტყვასისიტყვით შინაგანი ორგანოები:

- საზარდული დაბ.15,4

- საშვილოსნო დაბ.25,23

- მუცელი რიცხ.5,22

- მესიის შესახებ (წიაღიდან) 2მფ.7,12

- ნაწლავები 2მფ.2,10; 2ნეშ.21,15-19

- შიგნეულობა საქ.1,18

სიმბოლურად:

- შინაგანი გრძნობის მოზღვავება ადამიანისადმი სიყვარულით დაბ.43,30

- ძლიერი წუხილი იობ.30,27 ფს.21,14.15

- უფალი იკვლევს კაცის თირკმელსა და გულს იგავ.11,20

- დიდი მზრუნველობის გრძნობა იერ.31,20

- სულიერი ტანჯვა გოდ.1,20

- შინაგანი სილამაზე 1პეტ.3,3.4

- განმტკიცება შინაგან კაცში ეფ.3,16.17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

4. და იყო აბრამის მიმართ უფლის სიტყვა: "არ გახდება იგი შენი მემკვიდრე; არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე”.

დაბადება 25

23. უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.

დაბადება 43

30. და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.

რიცხვნი 5

22. შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!

2მეფეთა 7

12. და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.

2მეფეთა 20

10. ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისგან, იოაბს რომ ეჭირა, ჩასცა იოაბმა მუცელში და ნაწლავები მიწაზე გადმოაყრევინა. მეორედ აღარ დაურტყამს იოაბს. მოკვდა ყამასა, იოაბი და მისი ძმა აბიშაი კი შება ბიქრის ძის კვალს მიჰყვნენ.

2ნეშტთა 21

15. შენ კი მძიმედ დაავადდები ნაწლავების სენით, ისე რომ სნეულების გამო ნაწლავები დღე და დღე გარეთ გამოგივა”.

16. აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ეთიოპიელებს რომ ესაზღვრებოდნენ.

17. გამოვიდნენ იუდას წინააღმდეგ, დაიპყრეს და დაიტაცეს მთელი ქონება, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, მისი ძეების და ცოლების ჩათვლით. ძე აღარ დარჩა, გარდა უმცროსი იოახაზისა.

18. ყოველივე ამის შემდეგ დაუშვა უფალმა მის ნაწლავებზე განუკურნებელი სენი.

19. ორი წლის შემდეგ გამოსცვივდა ნაწლავები სენისგან და დიდი ტანჯვით მოკვდა; კოცონიც არ აუნთია ხალხს მისთვის, როგორც მისი მამებისთვის ანთებდნენ.

იობი 30

27. შიგნეული მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვის დღეები დამიდგა;

ფსალმუნი 21

14. წყალივით დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს შინაგანში.

15. თიხასავით გამოიფიტა ჩემი ძალა; ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში.

იგავნი 11

20. ცაბაოთ უფალო! სიმართლით განმკითხავო, შენ იკვლევ თირკმელებსა და გულს. მაჩვენე შენი შურისძიება მათზე, შენთვის მომინდვია ჩემი საქმე.

იერემია 31

20. "განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.

გოდება იერემიასი 1

20. მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს; სული შემიწუხდა და გული გადამიბრუნდა, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ: გარეთ მახვილმა ამომიხოცა შვილები, და სახლშიც სიკვდილია.

საქმეები 1

18. ხოლო მან უმართლობის საზღაურით შეიძინა მიწა და, ძირს რომ დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეყარა.

1პეტრე 3

3. ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,

4. არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.

ეფესელთა 3

16. რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში.

17. ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;