2.12.35 Востановление Израиля

2.12.35 ისრაელის აღდგენა

- აღთქმულია წინასწარმეტყველთაგან ეს.11,11

- აღსრულდა ორმოცდაათობის დღეს იოვ.2,28-32

- ხედავდნენ იოანეს მსახურებაში მათ.17,11

- მოელოდა კაიაფა იოან.11,49-52

- მოწაფეები ეკითხებოდნენ ქრისტეს მის შესახებ საქ.1,6

- აღსრულდა ეკლესიაში ეფ.2,11-22

- აღსრულდება ზეცაში ებრ.12,22-28

ბიბლიის მუხლები

ესაია 11

11. იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.

იოველი 2

28. ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

29. მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს.

30. მოგცემთ ნიშნებს ცაში და მიწაზე: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის სვეტებს.

31. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად უფლის დიადი და საშინელი დღის დადგომის წინ.

32. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

მათე 17

11. მან კი მიუგო: "ელია ნამდვილად მოდის და აღადგენს ყოველივეს.

იოანე 11

49. ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: "არაფერი გაგეგებათ,

50. ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.

51. ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ ერისთვის მოკვდებოდა იესო.

52. და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები.

საქმეები 1

6. ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: "უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?”

ეფესელთა 2

11. ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ - ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა -

12. იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.

13. ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.

14. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.

15. თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;

16. და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.

17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ - შორეულთ და ახლობელთ.

18. ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.

19. მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,

20. შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,

21. რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,

22. რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.

ებრაელთა 12

22. არამედ მიეახლეთ სიონის მთასა და ცოცხალი ღვთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ათიათასობით ანგელოზს,

23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;

24. და ახალი აღთქმის შუამავალს - იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.

25. ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც ქვეყნად მაუწყებელი უარყვეს, მით უფრო ჩვენ - თუ ზეციდან მაუწყებელს შევაქცევთ ზურგს,

26. რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: "კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.

27. ეს "კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.

28. ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.