1.3.26. Неочищенный дух

***

„Работай над очищением твоих мыслей. Если у тебя не будет дурных мыслей, не будет и дурных поступков.“ — Конфуций

***

„Внимай: за очищение своего сердца от грехов ты получишь бесконечную награду — Бога узришь всеблагого Создателя своего, Промыслителя своего. Труден подвиг очищать сердце, потому что соединен с большими лишениями и скорбями, зато награда велика. Блажени чистии сердцем, яко тии Бога узрят.“ — Иоанн Кронштадтский

***

„По мере нравственного очищения человека истины веры открываются ему всё яснее.“ — Николай Сербский

1.3.26. განუწმედავი სული

თემაზე წერდნენ

 კეთილი, თუნდ მსახური ან მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მაკიერებაც შეუძენია.

ნეტარი ავგუსტინე

***

ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა.

__იაკობ ხუცესი "შუშანიკის წამება"__

***

გარეთ კეკლუცნი ჩვენ ვართ, რომელნი ვიმკვებით ფერად-ფერადითა სამკაულითა გარეგნით, ხოლო შინაგანი ჩვენი სული სავსე არს ცოდვითა და სიმყრალითა...

უცნობი ავტორი, „სიბრძნე ბალაჰვარისი“

მანკიერება სულის გახრწნაა; ნაკლი - ხასიათის მანკიერებაა, სასაცილო თვისებები - ჭკუის ნაკლია.

ლაბრუიერი

როცა კაცის მთელი სიცოცხლის წარმმართველ ვნებას ამოვიცნობთ, ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ, რომ მისი გულის მოგებას შევძლებთ, მაგრამ თვთვეულ ჩვენგანს სული უთვალავი სხვადასხვა ჟინით აქვს სავსე, რომელთაგან ბევრი თვით მის საკუთარ სიკეთეს ეწინააღმდეგება, იმ აზრით, რომლითაც მას ესმის საკუთარი სიკეთე, აი, სწორედ კაცის ეს სიშლეგე და დამთხვეულობაა, ყველაფერს რომ გვირევს.

ბლეზ პასკალი

კაცის მგრძნობელობა ყოველგვარი წვრილმანისადმი და მისი სრული უგრძნობლობა ყოველივე დიადის მიმართ - სულის უცნაური გახრწნილების ნიშანია.

ბლეზ პასკალი

საკმარისია ფუტკრის ნაყარს ყვავილნარში დაუდგა სკა და იგი სამუდამო მშვიდობას ჰპოვებს. მაგრამ ადამიანის ნაყარს მშვიდობა არ უწერია. სად არის ტრაგედია? საჭჲროა მისი მოძებნა. იგი, ზედაპირზე კი არა, ადამიანების სულში დუღს.

კზიუპერი

 მახსენდება. ჩვენი სახლის უკან მიწაზე იდო მძიმე ფიცარი. ბავშვები ზოგჯერ მივირბენდით და ძლივს ვეწეოდით, რა იყო მის ქვეშ... ოჰ, რა საშინელებაა!.. დაცოცავენ საზიზღარი მწერები და ემალებიან სინათლეს. ჩვენ სასწრაფოდ ვუშვებდით ძირს ფიცარს და გავრბოდით. მერე კი ისევ მივდიოდით სანახავად.
ასეთი ფიცარი მრავალს გააჩნია სულში და ცხოვრებაში!.. მისი გარე მხარე შესაძლოა გარანდული და მოსარკულიც კი იყოს. ის ჩვენ თვითონ  მოგვწონს, მოგვწონს და მას ხალისითაც ვუჩვენებთ სხვებს, მაგრამ არის შინაგანი მხარეც: დაფარული, ბნელი, მიწიერი და ფარავს ყოველივე უწმიდურებას. საჭიროა „ფიცრის“ აწევა! დაე, გაუაროს მას ღვთის ნათელმა, განიწმიდოს და წარმოგვიდგეს იმ კაცად, „ვისი ცოდვებიც დაიფარა.“ (ფს.31,1)

იაკობ ლევენი

ხანდახან ერეტიკული აზრი მებადება და მგონია ხოლმე, რომ ედემი სადმე სხვაგან, აქა და აქ კი არ იყო, არამედ კაცში იყო შინაგანად; რომ კაცი თავისი თავიდან გამოდევნილი ცოდვილია, რომელიც დაეძებს თავის თავს სხვაგან, სხვაში, კაცში, ქალში, ღვინოში, კერპში, ოღონდ არა თავის თავში და აბა რას იპოვის?!

შოთა ორველაშვილი