3.43.20 Довольство тем, что есть

3.43.20 დავჯერდეთ, კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვაბადია

საპირისპიროა:

- ნერვიულობის და შფოთვის მათ.6,25.34

- შურის იაკ.3,16

- დრტვინვის 1კორ.10,10 ფლპ.2,14

- სიძუნწის ებრ.13,5

.

შედეგი:

- საკუთარი უღირსობის შეცნობა დაბ.32,10

- მორჩილება აბაკ.3,17-19

- ღმერთის ზრუნვა ფს.144,8-21

- ღმერთის აღთქმები ებრ.13,5

- მცირედით კმაყოფილება 1ტიმ.6,6-8

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32

10. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.

ფსალმუნი 144

8. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.

9. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.

10. გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.

11. შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.

12. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.

13. შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.

14. უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.

15. ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.

16. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.

17. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.

18. ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.

19. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.

20. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.

21. ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.

აბაკუმი 3

17. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.

18. მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.

19. უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).

მათე 6

25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?

34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.

იაკობი 3

16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.

1კორინთელთა 10

10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.

ფილიპელთა 2

14. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,

1ტიმოთე 6

6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.

7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.

8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.

ებრაელთა 13

5. ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.