1.1.86 Веревка, вервь

Иесн.2,18.21 Пс. Ис.33,23 Иер.31,39 Ам.7,17

1.1.86 თოკი, საბელი

გამოიყენებოდა:

- ადამიანის ქვემოთ ჩასაშვებად იესნ.2,18.21

- ნაკვეთის დასანაწილებლად ფს.15,6 ამოს.7,17

- აფრის მოსაჭიმად ეს.33,23

- საზომად იერ.31,39

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 2

18. თუ, როცა ჩვენ ამ ქვეყანაში შემოვალთ, ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს არ ექნება გამობმული. მამაშენი და დედაშენი და შენი ძმები და მთელი შენი მამისსახლეული შეკრიბე შენთან სახლში.

21. თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.

ფსალმუნი 15

6. (მცხეთური ხელნაწერი)

საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.

6. ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.

ესაია 33

23. მოეშვა შენი საბელები, ვეღარ აკავებენ თავის ფუძეზე ანძას, აფრას ვეღარ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ალაფობას.

იერემია 31

39. გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის.

ამოსი 7

17. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.