1.8.41. Вирсавия

2цар.11,3.14-17.26.27; 12,14.15.24; 3цар.1,15-21; 2,13-18; 1Пар.3,5

1.8.41 ბათშებაყი (ბერსაბე)

- ურია ხეთელის ცოლი 2მფ.11,3

- იმრუშა დავითმა მასთან 2მფ.11,4

- დავითმა მოაწყო მისი ქმრის სიკვდილი 2მფ.11,14-17

- ქალმა დაიტირა ქმარი 2მფ.11,26

- გახდა დავითის ცოლი 2მფ11,27

- პირველი ბავშვი მოუკვდა 2მფ.12,14.15

- დედა სოლომონისა 2მფ.12,24

- ხელი შეუწყო სოლომონის ასვლას ტახტზე 3მფ.1,15-21

- მოატყუა ადონიამ 3მფ.2,13-18

- შეეძინა ოთხი ძე 1ნეშ.3,5

 

ბიბლიის მუხლები

 

2მეფეთა 11

3. გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.

4. გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.

14. დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა.

15. წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.

16. როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.

17. გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც.

26. გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და დაიტირა თავისი პატრონი.

27. როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა.

 

2მეფეთა 12

14. ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.

15. როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი.

24. ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა.

 

3მეფეთა 1

15. შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს.

16. თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანისცა მეფეს. ჰკითხა მეფემ: რა გინდა?

17. მიუგო: ჩემო ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მორჩილს უფლის, შენი ღმერთის სახელით, სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე.

18. ახლა, აჰა, ადონია გამეფდა: შენ კი, მეფევ-ბატონო, არაფერი გაგიგია.

19. მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, მოიწვია ყველა უფლისწული, აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი; შენი მორჩილი სოლომონი კი არ მოუწვევია.

20. შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, მეფე-ბატონო, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ.

21. როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.

 

3მეფეთა 2

13. მივიდა ადონია, ხაგითის შვილი, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან. უთხრა ქალმა: სამშვიდობოდა ხარ მოსული? მიუგო: სამშვიდობოდ.

14. უთხრა: საქმე მაქვს შენთან: უთხრა: თქვი.

15. თქვა: შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი. მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული.

16. ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ. მიუგო ქალმა: თქვი.

17. თქვა: უთხარი სოლომონ მეფეს, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.

18. თქვა ბათშებაყმა: კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.

 

1ნეშტთა 3

5. ესენი შეეძინნენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი - ოთხნი ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისგან.

 

--------------------

ჟან მასისის ნახატის ფრაგმენტი