3.15.12. Молитва о защите от врага, о победе (для военных)

Быт. 32,9-12; Исх.5,21-23; 17,12; Чис.10,35.36; Суд.6,6; Пс.9,14; .34,19;Сир. 46,16; Мих.7,8

3.15.12. მტრებისგან დახსნისა და მათზე გამარჯვების სათხოვარი (მებრძოლთათვის)

დაბ. 32,9-12; გამ.5,21-23; 17,12; რიცხ. 10,35.36; მსაჯ. 6,6; ფს. 9,14; 34,19; ზირ. 46,16; მიქ. 7,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32

9. თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.

10. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.

11. მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს.

12. აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!

გამოსვლა 5

21. უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.

22. მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე?

23. მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი.

გამოსვლა 17

12. დაუმძიმდა ხელები მოსეს; მოუტანეს ქვა, ქვეშ დაუდეს და ჩამოჯდა ქვაზე მოსე. ხოლო აარონსა და ხურს მისი ხელები ეჭირათ, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს მეორე მხრიდან. არ ჩამოშვებია ხელები მზის ჩასვლამდე.

რიცხვთა 10

35. როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი.

36. დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრათასეულთან.

მსაჯულთა 6

6. მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.

ფსალმუნი 9

14. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.

ფსალმუნი 34

19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.

ზირაქი 46

16. მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი.

მიქა 7

8. ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!

__თემაზე წერდნენ__

***

არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა, არც არა გაუხარიან.

__ ქართული სიმღერა __

***

საჯენ, უფალო, მაგინებელნი ჩემნი, და ბრძოლე მბრძოლთა ჩემთა, აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა, განფინე მახვილი შენი წინა კერძო მდევართა ჩემთა, არქვი სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარ მე!

__ დავით აღმაშენებელი __

***

[ბრძოლაში მიმავალმა ერეკლემ] აქ მუდამ შეჩერება იცოდა.... მოისალმუნებდა კრწანისის ღელეს. ერთი შებრუნდებოდა ტფილისისაკენ - გაჰხედავდა თაბორისა და მეტეხი ბურჯებ-ქონგურებს, პირჯვარს გადაისახავდა:

"ღმერთო, მშვიდობით მოგვაბრუნებდე და მშვიდობით დაგვახვედრებდე!" - ჭმუნვით ჩაიდუდუნებდა და მერმე ცხენს მოახტებოდა ფიცხლად.

__ ლევან გოთუა __

***

დედოფალი: ღმერთო, მოგვხედე წყალობის თვალით!

ქალები: ნუ მოგვაკლებ დღეს შენს მოწყალებას!

ბაადურ: ამინ!: უფალო! გადაგვაჩინე

მათ მწარე უღელს და ამ წვალებას!

__ აკაკი წერეთელი __