2.1.58 Допотопные люди

2.1.58 წარღვნამდელი მცხოვრებნი

ეს ადამიანები:

- ცოცხლობდნენ ძალიან დიდხანს დაბ.5,4-32

- იყვნენ უკეთურნი დაბ.6,5

- ბუმბერაზებთან შერეული ხალხი დაბ.6,4

.

იყვნენ გაფრთხილებულნი:

- ენოქის მიერ იუდ.1,14.15

- ნოეს მიერ 2პეტ.2,5

- ქრისტეს მიერ 1პეტ.3,19.20

.

განადგურება:

- იყო ნაწინასწარმეტყველები დაბ.6,5-7

- მოისპო ყველა ნოეს ოჯახის გარდა დაბ.7,7

- შედარებულია ქრისტეს მეორედ მოსვლასთან მათ.24,37-39 ლუკ.17,26.27

- შედარებულია ქვეყნიერების აღსასრულთან 2პეტ.3,3-7

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 5

4. შეთის დაბადების შემდეგ ადამმა კიდევ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

5. ადამის სიცოცხლის დღეებმა სულ ცხრაას ოცდაათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.

დაბადება 6

4. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.

5. და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.

6. მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.

7. თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.

დაბადება 7

7. და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.

მათე 24

37. როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.

38. რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,

39. და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.

ლუკა 17

26. როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც.

27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა.

1პეტრე 3

19. რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -

20. ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;

2პეტრე 2

5. არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;

2პეტრე 3

3. პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.

4. და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო.

5. ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით;

6. და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო.

7. ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.

იუდა 1

14. ენოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდანთან ერთად.

15. რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღმერთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილებს.

----------------------

სურათზე: ლეონ ფრანსუა კომერის - მსოფლიო წარღვნა