3.40.39. Будь избранным сосудом

Песн.1,13. Ис.1,25 Мал.3,3 Деян.9,15; 1Пет.1,7.22; 1Ин.3,3; 1Кор.5,7; 2Кор.7,1; 1Фес.4,4; 2Тим2,20.[21]; 3,17

3.40.39. ვიყოთ რჩეული ჭურჭელი

ქებ.1,13

- უფალი განწმედს თავის სასურველ ჭურჭლებს ეს.1,25 მალ.3,3; 1პეტ.1,7

- უფალი ირჩევს თავის ჭურჭლებს საქ.9,15

- ჩვენც ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით უნდა განვიწმიდოთ სულები 1პეტ.1,22; 1ინ.3,3; 2ტიმ.3,17

- ძველი საფუარისგან 1კორ.5,7

- ყოველგვარი მწიკვლისგან 2კორ.7,1; 2ტიმ.2,20.[21]

- ვიცოდეთ, როგორ შევინახოთ სიწმიდით და პატიოსნებით სხეული, რომელიც არის უფლის ჭურჭელი 1თეს.4,4

ბიბლიის მუხლები

 

ქებათა ქება 1

13. მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.

ესაია 1

25. მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ.

მალაქია 3

3. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი

საქმეები 9

15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

1პეტრე 1

7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,

22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,

1იოანე 3

3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.

1კორინთელთა 5

7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.

2კორინთელთა 7

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

1თესალონიკელთა 4

4. და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით.

2ტიმოთე 2

20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი.

21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.

2ტიმოთე 3

17. რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.