3.18.12 Благословение Господня

3.18.12 საუფლო დალოცვა

რიცხ.6,23-26 იგავ.10,22 რომ.1,7; 16,20.24; 1კორ.16,23.24; 2კორ.13,[14] ეფ.6,23.24 გმცხ.1,5.6

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 6

23. უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:

24. უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.

25. უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს,

26. უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს.

იგავნი 10

22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.

რომაელთა 1

7. ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

რომაელთა 16

20. ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!

24. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ!

1კორინთელთა 16

23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან,

24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში, ამინ!

მადლი უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმერთისა, და ზიარება სულის წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

2 კორ. 13,14

ეფესელთა 6

23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.

24. მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!

გამოცხადება 1

4. იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;

5. და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;