1.1.125 Дрова

Быт.22,3 Лев.1,7; 6,12 Чис.15,32 Вт.19,5; 29,11 Иисн.9,23; 2цар.24,22; 3цар.17,10; 18,23; 4цар.6,6; 1Пар.21,23; 2Пар.2,10 Неем.10,34 Пр.26,20.21 Ис.30,33; 44,15 Иер.5,14; 7,18 Плач.4,8; 5,4

1.1.125 შეშა

- დაჩეხვა დაბ.22,3

- სამსხვერპლოსთვის ლევ.1,7

- შეკეთება ლევ.6,12

- მოჭრა რჯ.19,5

- შეგროვება 3მფ.17,10-12

- არ შეიძლეოდა შეგროვება შაბათ დღეს რიცხ.15,32-35

- უღელი (კევრი) შეშის სანაცვლოდ 2მფ.24,22; 1ნეშ.21,23

- სასწაულებრივი დაწვა 3მფ.18,23-38

- სასწაული 4მფ.6,6

- შეშის შესაწირი ნეემ.10,34

- შეშით თბებიან, საჭმელსაც იკეთებენ და ღმერთებსაც ეს.44,15 იერ.7,18

.

სიმბოლურად:

- ჭორი იგავ.26,20

- შარი იგავ.26,21

- ღვთის რისხვა ეს.30,33 იერ.5,14 გოდ.4,8; 5,4

.

შეშის მჭრელი რჯ.29,11

- მჭრელებად იქცნენ გაბაონელები სიცრუის გამო იესნ.9,21-27

- სოლომონი უგზავნიდა ტყის მჭრელებს საკვებს 2ნეშ.2,10

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

3. ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.

ლევიანნი 1

7. დაანთონ აარონ მღვდლის ძეებმა ცეცხლი სამსხვერპლოზე და დააწყონ ცეცხლზე შეშა.

ლევიანნი 6

12. ენთოს ცეცხლი სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; შეუკეთოს მღვდელმა შეშა ყოველ დილით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი და ზედვე დააკმიოს სამშვიდობო შესაწირის ქონი.

რიცხვნი 15

32. და როცა უდაბნოში იყვნენ ისრაელიანები, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.

მეორე რჯული 19

5. წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს.

მეორე რჯული 29

11. თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,

იესო ნავეს ძე 9

23. აჰა, ამიერიდან წყევლაა თქვენზე! სამუდამოდ დაგვემონებით და შეშის მჭრელნი და წყლის მხაპავნი იქნებით ჩემი ღმერთის სახლისთვის”.

2მეფეთა 24

22. უთხრა არავნამ დავითს: "აიღოს და აღავლინოს მეფემ, ჩემმა ბატონმა, რაც სათნოა მის თვალში. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, საცეხველი, ხარების აღკაზმულობა და უღელი კი შეშის სანაცვლოდ.

3მეფეთა 17

10. ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.

3მეფეთა 18

23. მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.

4მეფეთა 6

6. ჰკითხა ღვთისკაცმა: "სად ჩავარდა?” უჩვენა მას ადგილი. მან ტოტი მოჭრა, ჩააგდო და ამოტივტივდა რკინა.

1ნეშტთა 21

23. უთხრა ორნანმა დავითს: „მეფე ბატონო, აიღე და გააკეთე, რაც გენებოს. მოგცემ ხარებს სრულადდასაწველად, კევრებს - შეშად და ხორბალს - პურეულის შესაწირად. ყველაფერს მოგცემ!”

2ნეშტთა 2

10. აჰა, ხისმჭრელებსა და მხერხავებს, შენს მსახურთ, ოც-ოცი ათას ქორ დაფქულ ხორბალსა და ქერს და ოც-ოცი ათას საწყაულ ღვინოსა და ზეთს ვაძლევ”.

ნეემია 10

34. წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირი შეშის მოტანაზე, რათა მოეტანათ ჩვენი ღვთის სახლში თავისი მამისსახლების მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე, რომ ისე ენთოს ცეცხლი უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, როგორც ეს რჯულის წიგნში წერია.

იგავნი 26

20. შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.

21. როგორც ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის, ისეა შარიანი კაცი ჩხუბის გაჩაღებისთვის.

ესაია 30

33. რადგან დიდი ხანია გამზადებულია სამსხვერპლო ადგილი, მეფისთვის არის გამზადებული, მან გააღრმავა და გააფართოვა იგი. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა, გოგირდის ნიაღვარივით ააგიზგიზებს მას უფლის სუნთქვა.

ესაია 44

15. შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.

იერემია 5

14. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: "რადგან ასეთი სიტყვა თქვით, აჰა, ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში, ამ ხალხს კი - შეშად, რომელსაც შთანთქავს იგი!

იერემია 7

18. ძენი შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ, ქალები კი ცომს ზელენ, რომ კვერები დააცხონ ცათა დედოფლის პატივსაცემად, და სასმელს ღვრიან სხვა ღმერთებისთვის, რათა გამაბრაზონ.

გოდება 4

8. ნახშირივით ჩაუშავდათ სახეები, ვეღარ იცნობიან ქუჩებში; კანი დაუნაოჭდათ ძვლებზე, შეშასავით გამოუშრათ.

გოდება 5

4. ჩვენსავე წყალში ვერცხლს გვახდევინებენ, ჩვენი ტყის შეშას ვყიდულობთ.