4.17.9 Близкий круг

4.17.9 საახლობლო წრე

ადამიანთა ინტიმური ახლო ურთიერთობა

-

- ადამიანის მოთხოვნილება ახლობელ ადამიანთან ყოფნის დაბ.38,12

- წრფელებთან ახლობლობს ფს.1,1 იგავ.3,32 იერ.15,17

- ქრისტეში ხდებიან ახლობელნი ეფ.2,13

- ხორციელად ახლობლებზე მეტად ლუკ.8,19-21

- დამახასიათებელია ურთიერთზრუნვა 1ტიმ.5,8

-

- იესო ურვის ჟამს გეთიმანიის ბაღში განმარტოვდა უახლოეს მოწაფეებთან ერთად მათ.26,37.38

- იესომ მნიშვნელოვან წუთებში თან გაიყოლა უახლოესი მოწაფეები მარ.5,37

- ასევე მოიქცა ფერისცვალების მთაზე წასვლისას მარ.9,2

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 38

12. კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.

ფსალმუნი 1

1. ფს.ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში;

იგავნი 3

32. რადგან მზაკვარნი საძაგელნი არიან უფლის წინაშე, წრფელებთან კი ახლობლობს იგი.

იერემია 15

17. არც მოლაყბეთა წრეში ვმჯდარვარ და არც მიმხიარულია; შენი ხელის წინაშე ვიჯექი მარტოობაში, რადგან რისხვით ამავსე.

მათე 26

37. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.

38. მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.

მარკოზი 5

37. და არავის დართო ნება წაჰყოლოდა, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.

მარკოზი 9

2. ექვსი დღის შემდეგ მაღალ მთაზე წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა და ფერი იცვალა მათ წინაშე.

ლუკა 8

19. მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.

20. შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.

ეფესელთა 2

13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.

1ტიმოთე 5

8. ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.