4.19.14 Благотворительность

Используй прямо

сейчас

— Святой отец, —

обратился новичок к

отцу -настоятелю, — моё

сердце заполнено

любовью к миру , и оно

очищено от искушений

дьявола . Каким будет

следующий шаг? Падре

попросил ученика

сходить вместе с ним к

больному человеку ,

который нуждался в

исповеди . После того,

как священник утешил

семью , он обратил

внимание на сундук в

углу комнаты . — Что

находится в этом

сундуке ? — спросил он.

— Одежда, которую мой

дядя никогда не носил,

— сказала его

племянница . — Он

всегда думал, что

нужен какой-нибудь

особый повод, чтобы

надеть эти вещи, в

результате они гниют в

сундуке . — Помни о

сундуке, — сказал

настоятель ученику,

когда они ушли. — Если

в твоём сердце есть

сокровища , используй

их прямо сейчас. Иначе

они сгниют.

4.19.14 ქველმოქმედება

ზრუნვა უქონელთა მიმართ, განკითხვა, მოსაკითხი, მოწყალება, გაცემა, დახმარება, გასაჭირის გაზიარება

-

ვლინდება... მიმართ:

- ღარიბების იობ.31,16-22 ლუკ.19,8 გალ.2,10

- მტრების იგავ.25,21

- გაჭირვებულების ლუკ.10,35 ეფ.4,28

- უფლის მსახურის ფლპ.4,14-17

-

განისაზღვრება:

- გულის სიალალით მარ.12,41-44

- შესაძლებლობით საქ.11,29

- სიყვარულით 1კორ.13,3

- სიუხვით 2კორ.9,6-15

- სიხარულით, არა მწუხარებით 2კორ.9,7

- რჯულით იყო გათვალისწინებული რჯ.14,28; 15,7-11

- ზურგის არშექცევა მთხოვნელისთვის, გულის არდახშვა მათ.5,42; 1იოან.3,17

- უნდა იყოს დაფარული, რათა მაგიერს არ გამოელოდე მათ.6,2-4

-

არის:

- სამართლიანობის წყარო ფს.111,5

- გამცემის მამდიდრებელი იგავ.11,25 ეს.58,10.11; 1ტიმ.6,18

- სესხი უფლისთვის, რომელიც სანაცვლოს მიაგებს მას იგავ.19,17 მათ.25,35.36 ლუკ.14,13.14; 18,22

- გამწმიდავებელი ლუკ.11,41

- კეთილი საქმე საქ.9,36

- ხსენდება ღმერთს საქ.10,2-4

- ჩვენთვის მადლით მოცემული ნიჭი რომ.12,6.13

- სულიერი მსხვერპლი ეს.58,7 ლუკ.12,33 ებრ.13,16

- გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება საქ.20,35

- ორგანიზებული შესაწირავი წმინდებისთვის 1კორ.16,1-3

-

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 14

28. ყოველი მესამე წლის ბოლოს აიღე მეათედი ამ წლის მოსავლიდან და მიიტანე ქალაქის კარიბჭეებში.

მეორე რჯული 15

7. თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.

8. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს.

9. ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.

10. მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში.

11. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში.

იობი 31

16. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?

17. ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?

18. (რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი).

19. თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,

20. და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?

21. თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?

22. ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!

ფსალმუნი 111

5. კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – სამართლიანად წარმართავს თავის საქმეებს;

იგავნი 11

25. ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.

იგავნი 19

17. ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას.

იგავნი 25

21. თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;

ესაია 58

7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

10. თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი - შუადღესავით იქნება.

11. მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.

მათე 5

42. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

მათე 6

2. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

3. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,

4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.

მათე 25

35. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;

36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.

მარკოზი 12

41. დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა.

42. მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს.

43. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში.

44. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.

ლუკა 10

35. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’

ლუკა 11

41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.

ლუკა 12

33. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. გაიმზადეთ უცვეთი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ მოსპობს,

ლუკა 14

13. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.

14. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.

ლუკა 18

22. ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და ღარიბებს დაურიგე, და გექნება საუნჯე ზეცაში. შემდეგ მოდი და გამომყევი.“

ლუკა 19

8. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიტყუებია, ოთხმაგად მივაგებ.“

საქმეები 9

36. იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა.

საქმეები 10

2 კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე.

3 იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: “კორნელიოს!”

4 შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: “რა არის, უფალო?” მან უთხრა: “შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად.

საქმეები 11

29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის.

საქმეები 20

35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.

1იოანე 3

17. ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული?

რომაელთა 12

13. შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.

1კორინთელთა 13

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

1კორინთელთა 16

1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.

2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.

3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.

2კორინთელთა 9

6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.

7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.

8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.

9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.

10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,

11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.

12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,

13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;

14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.

15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.

გალატელთა 2

10. ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, რასაც ისედაც ვესწრაფოდი.

ეფესელთა 4

28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.

ფილიპელთა 4

14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი.

15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან.

16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.

17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.

1ტიმოთე 6

18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,

ებრაელთა 13

16. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.